საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩუღურეთში, მარუაშვილის, 9 ძმისა და
ლარეხის ქუჩებზე მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“
მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლების
პრობლემებს გაეცნო და აღნიშნა, რომ ჩუღურეთის რაიონს, თავისი
რელიეფური და არქიტექტურული თავისებურებებიდან გამომდინარე,
განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. გარდა ამისა, გიორგი ვოლსკი
მარუაშვილის 50 ნომერში მცხოვრებ დევნილებსაც შეხვდა.
„ჩვენი შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი, მხოლოდ წინასაარჩევნო
კამპანიის ფარგლებში. თქვენზე ზრუნვას გავაგრძელებ მთელი სადეპუტატო
უფლებამოსილების განხორციელების განმავლობაში“, - მიმართა გიორგი
ვოლსკიმ ამომრჩევლებს.
მასალის გამოყენების პირობები