რეკლამა
ენზელ მკოიანმა ახალქალაქში ამომრჩეველებს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო (R)
FaceBook
ენზელ მკოიანი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კარწახი, დადეში, სულდა და ბოზალი იმყოფებოდა.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაზე, ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე - უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, უფასო საბავშვო ბაღები, საყოველთაო ჯანდაცვა, თავისუფალი ბიზნესი.

საუბარი იყო მთის კანონზეც, რომლითაც გავთავალისწინებული შეღავათები ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებზე სრულად ვრცელდება.

კანდიდატმა მოსახლეობისგან პრობლემებიც მოისმინა, რაც ძირითადად სოციალურ და ყოფით საკითხებს შეეხებოდა - გზა, სარწყავი წყალი, გარეგანათება, გაზიფიცირება.

"ყველანაირად ვეცდებით, რომ ორ-სამ წელიწადში თქვენ გქონდეთ საბავშვო ბაღი, გზები, მოხდეს სოფლების გაზიფიცირება. მინდა, გჯეროდეთ, ჩემი უმნიშვნელო დაპირება გაცილებით რეალური იქნება, ვიდრე სხვისი გულუხვი შემოთავაზება. მე ვიცნობ თქვენს პრობლემებს, ყველანაირად ვეცდები, რომ ეტაპობრივად მოვაგვაროთ", - მიმართა ენზელ მკოიანმა ამომრჩევლებს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.