"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი სავალან მირზოევი შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად სავლან მირზოევი ამომრჩევლებს სოფელ კალინინოსა და სოფელ
ნაზარლოში შეხვდა. თავდაპირველად დეპუტატობის კანდიდატი სამედიცინო
სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვის
სფეროში განხორციელებულ პროგრამებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო
C ჰეპატიტის პროგრამას. ამ პროგრამით გარდაბნის რაიონის რამდენიმე
მცხოვრებიც სარგებლობს.
სოფელ კალინინოში კი, ამომრჩევლებმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ კანდიდატს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც დაუსვა
კითხვები. საუბარი მცირემიწიან ფერმერთა პროგრამასა და მიწების
რეგისტრაციის გამარტივებულ წესს შეეხო. მირზოევმა მათ მიაწოდა
ინფორმაცია, რა დოკუმენტაციაა საჭირო მიწის ოფიციალურად
გადასაფორმებლად. გარდა ამისა, სავალან მირზოევმა ამომრჩეველს
კოოპერატივების და მასში გაერთიანებული ფერმერების უპირატესობაზე
მიაწოდა ინფორმაცია.
ნაზარლოში კანდიდატს სოფლის უხუცესებმააც უმასპინძლეს.
მასალის გამოყენების პირობები