რეკლამა
გიორგი კვირიკაშვილი – პედაგოგი საქართველოში უნდა იყოს გაცილებით უფრო დაფასებული (R)
FaceBook
"საქართველო გახდება მართლაც თანამედროვე ქვეყანა, სადაც ყველა ოჯახში მივა კეთილდღეობა."

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქედის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე წარადგინა.

პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა, ასევე განსაკუთრებით აღნიშნა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის დაკერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს.

„ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მთის კანონს, ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მორალური უფლება, რომ თუნდაც აჭარის მაღალმთიანეთში ითხოვოს მხარდაჭერა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მომავალი 4 წელი, განვითარების გეგმებით გაცილებით საინტერესო და დატვირთული იქნება. როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ფუნდამენტური რეფორმები იგეგმება, განათლების სისტემაში, მმართველობასა და ინფრასტრუქტურაში.

„პედაგოგი საქართველოში უნდა იყოს გაცილებით უფრო დაფასებული. მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, როდესაც ბავშვები მთიან რეგიონებში, სოფლიდან სოფლად ფეხით მიდიოდნენ სკოლაში, ჩვენი მასწავლებლები, თავიან მოწაფეებთან ერთად, აი ამ გაჭირვებში უზრუნველყოფდნენ განათლების უწყვეტობას. არ შეიძლება, მათ ეს არ დავუფასოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავნიშნეთ მაღალმთიან სოფლებში ავტობუსები, რათა ბავშვებმა ფეხით აღარ იარონ სკოლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მომავალი წლიდან, ვზრდით მასწავლებლის ხელფასს და საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავსინჯავთ უმაღლესი განათლების პრიორიტეტებს და ჩვენი ახალგაზრდები აღარ ისწავლიან იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც ნაკლებად საჭიროა და შეისწავლიან იმ პროფესიებს, რომლებიც უფრო მეტად არის საჭირო საქართველოში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ფიზიკური რეალობის შემცვლელ პროგრამას უწოდებს მთავრობის მეთაური ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ პერიოდში, ყველა მნიშვნელოვანი მაგისტრალი, როგორც ავტობანები, ასევე ტურისტული და რეგიონებთან დამაკავშირებელი გზები დასრულდება. პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იწყება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება ბათუმიდან აჭარის მაღალმთიანეთთან დამაკავშირებელელი გზაც; ასევე, აქტიურად გაგრძელდება გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პროექტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.