რეკლამა
დიმიტრი ხუნდაძე – მცხეთა არასოდეს აღარ დაბრუნდება წარსულში (R)
FaceBook
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჯორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის მომავალი განვითარების პრობლემატიკაზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მერი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მთავარი არქიტექტორი, ადგილობრივი მცხოვრებლები, მცენიერები, მეუფე დავითი (ალავერდელი), სამთავროს ტაძრის სასულერო პირები.

შეხვედრაზე ისაუბრეს მცხეთაში 2012 წლამდე განხორციელებულ პროექტებზე, რის გამოც მცხეთა იუნესკო-მ კულტურული ძეგლების სიიდან ამოიღო, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ეს სტატუსი აღდგენილია.

"მცხეთა არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და მასზე თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. რაც ხორციელდებოდა მცხეთაში, აღარასდროს აღარ განმეორდება. მცხეთელებს ვპირდები, რომ ის შეუსაბამო პროექტები, მაგალითად ხიდი, კანალიზაციის კოლექტორი, რომლის გაკეთებაც საბედნიეროდ სააკაშვილმა ვეღარ მოასწრო, მომავალში არც კი განიხილება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლების მუშაობის შედეგია, რომ მცხეთა იუნესკო-ს კულტურული ძეგლების სიაში დაბრუნდა.

"ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა და ამ პროგრამის ერთ-ერთი პროექტი არის საფეხმავლო ხიდის აღდგენა, რომელიც მე-4 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე სვეტიცხოველს ჯვრის მონასტერთან აკავშირებდა. ეს ხიდი ხელს შეუწყობს რელიგიური ტურიზმის განვთარებას მცხეთაში. როდესაც საპატრიარქოში ეს პროექტი გამაცნეს, ძალიან მომეწონა. ვპირდები მცხეთელებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე დღიდან, თუ მე კვლავ არჩეული ვიქნები, ეს პროექტი, სხვა პროექტებთან ერთად, აუცილებლად განხორციელდება. მცხეთა არასოდეს აღარ დაბრუნდება წარსულში. მას მიეცემა როგორც განვითარების პერსპექტივა, ასევე შევინარჩუნებთ ძველ ღირსებას", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, როგორც მეუფე დავითმა (ალავერდელი) აღნიშნა, საუბარი არ არის იმაზე, რომ მცხეთა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ადგილსამყოფელი უნდა იყოს, პირიქით, მცხეთაში განსახოეცილებელ ყველა პროეტს პროფესიონალიზმით და დიდი ოსტატობით უნდა მიდგომა.

"დიმიტრი ხუნდაძემ გვიჩვენა პროექტები, რომელიც უკვე აშენებულია ამ ქალაქში. სწორი გადაწყვეტაა, ყველა დიდი პროექტი გატანილია ძველი მცხეთიდან, არ დაირღვეულა კულტურული ძეგლის სახე და ქალაქსაც დიდი განვითარების პერსეპქტივა მიეცა. სწორედ ასე უნდა გაგრძელდეს. ვიმედოვნებთ, რომ ის პროექტები, რომელიც შეჩერდა 4 წლის წინ, არასოდეს აღარ აღსდგება, რადგან ამ პროექტებმა ჩვენ მცხეთა დაგვაკარგვინა. ჩვენი ეკლესიის და ხელისუფლების მონდომებით, მცხეთა დაუბრუნდა იუნესკო-ს ნუსხას, თუმცა ბრძოლა მცხეთის გადასარჩენად გრძელდება. შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ყველაზე აღმატებულია ის, რასაც ჩვენს შთამომავლობას დავუტოვებთ",-აღნიშნა შეხვედრაზე მეუფე დავითმა (ალავერდელი).


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.