რეკლამა
ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი – აქ თავშეყრილ საზოგადოებას, ოპტიმიზმი გვაერთიანებს (R)
FaceBook
„მშვიდობასა და გამარჯვებაზე უკეთესს რას ვუსურვებთ ერთმანეთს?! გამჭრიახი გონება, პოლიტიკური ალღო, ულევი ოპტიმიზმი, გამორჩეული იუმორი, ერთობის შეგრძნება და აზრის თავისუფლება გურულების გენეტიკურ-ისტორიული მონაპოვარია.”

ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ხახუბიამ გურიაში, ურეკის კულტურის სახლში შეკრებილ ამომრჩეველს. ჯანდაცვის მოქმედი და დაგეგმილი პროექტები, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ადამიანის უფლებები და რეგიონისათვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურული გეგმები.

ეს არის ის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები რომლებზეც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე ისაუბრეს.

ირაკლი ხახუბიამ ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული „BlackSeaArena“-ს მნიშვნელობაზე რეგიონისათვის. იმას თუ რას ნიშნავს სახელმწიფოსათვის, და კონკრეტულად ამ რაიონის მცხოვრებთათვის ამ პროექტის განხორციელება.“ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსათვის გადაცემული გრანდიოზული საკონცერტო სივრცე ადგილზე ტურმიზის ჩქარი ტემპებით განვითარებას უწყობს ხელს“. ადგილზე ამ სეგმენტის გააქტიურება კი ირაკლი ხახუბიას განმარტებით მოსახლეობისათვის ახალი სამუშაო ადგილებითა და დამატებითი შემოსავლებით აისახება.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცრუ დაპირებებისა და კამათის ნაცვლად ამომრჩეველის წინაშე წარდგენილი საარჩევნო პროგრამის, სამოქმედო გეგმის საფუძველზე კონკრეტულ ვალდებულებებს იღებს.

„გურულებს მოვლენების სწორად აღქმა და პროგრესისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება გახასიათებთ. ამიტომაც, ყველა დროში ობიექტურად აფასებდით ფოთს. ფოთში მუდამ იყრიდა თავს გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ამ ქალაქის შესაძლებლობების სჯეროდა და სჯერა. დღესაც, აქ თავშეყრილ საზოგადოებას, ოპტიმიზმი გვაერთიანებს. 8 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ ფოთის მაჟორიტარ კანდიდატს. 8 ოქტომბერს კვლავ სჭირდება ქვეყანას ჩვენი ერთიანობა პრინციპულ საკითხში, რათა კვლავ მივცეთ ხმა თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას, რომელიც ერთად უნდა შევქმნათ საკუთარი შრომით და მონდომებით,“ – განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.