„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს
განაგრძობს.
ამჯერად იგი ბერთკარის , ფოცხვერიანის , ძველი ქვეშისა და აკაურთის
სოფლების მოსახლეობას შეხვდა.მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილზე გაეცნო
არსებულ პრობლემებს და მთავრობის მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა
სფეროში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთნავე სოფლის მეურნეობის
სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო. შემუშავდა დარგის
განვითარების სტრატეგია , რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული
უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები- ფერმერების ფინანსური
მხარდაჭერა , ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა,
ადგილობრივი და საერთშორისო ბაზრების მოძიება. ჩვენ თქვენთან ერთად
მივაღწევთ დასახულ მიზანს. თავისუფლება , სწრაფი განვითრება ,
კეთილდღეობა-ეს არის ჩვენი მიზანი! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“,-
განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.
მასალის გამოყენების პირობები