რეკლამა
გოჩა ენუქიძე ფარის, ეცერისა და ცხუმარის თემების წარმომადგენლებს შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ფარის, ეცერისა და ცხუმარის თემების წარმომადგენლებს შეხვდა.

გოჩა ენუქიძემ ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო.

"გასულ წლებში ჩვენ ბევრი საჭირბოროტო საკითხის მოგვარება შევძელით. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უფრო სწრაფი განვითარება და თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაა. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი რვაწლიანი გამოცდილებით, რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის განვითარების მომდევნო ეტაპზე, კიდევ უფრო აქტიური როლი ვითამაშო. "ქართული ოცნების" მიზანი ჩვენი მოსახლეობის ღირსეული დასაქმება, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მეტი ზრუნვა, მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგების უფრო სწრაფი განვითარებაა, იმ ყველაფრის სწრაფი გაგრძელება და თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანაა, რასაც გეგმაზომიერად ვახორციელებდით. კარგად ვიცი თითოეული დაპირების ფასი და ისიც, თუ რა მნიშვნელოვანია თქვენთვის, გყავდეთ საიმედო დასაყრდენი პარლამენტში",-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა კანდიდატს კითხვებით მიმართეს და "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები მოიწონეს.

"ერთად შევქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ერთად დავძლიოთ ჩვენი მაღალმთიანი რეგიონის ყველა გამოწვევა, ერთად დავუბრუნოთ მთას ახალგაზრდობა და სიცოცხლე. ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთას დავუბრუნოთ სიცოცხლე, სწრაფად განვავითაროთ ჩვენი მხარე და ერთად შევქმნათ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა", -აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.