რეკლამა
გოჩა ენუქიძე მესტიის 6 სოფლის ამომრჩეველს შეხვდა (R)
FaceBook
"მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ იმ დიდი გეგმების განსახორციელებლად, რომელსაც რეგიონში ვგეგმავთ. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ "ქართულ ოცნებას",

ერთადერთ სამართლიან, პროგრესულ და ადამიანზე ორიენტირებულ ძალას, რომელმაც თქვენთან ერთად, თითქმის შეუძლებელი შეძლო და ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. მე წარმოვადგენ ძალას, რომელიც არასდროს გადააბიჯებს ადამიანის ღირსებას და სწორედ მისი კეთილდღეობაა მთავარი მიზანი ",- ამ სიტყვებით მიმართა მესტიის 6 სოფლის ამომრჩეველს რაჭა- ლეჩხუმისა და სვანეთის, ხუთი გაერთიანებული ოლქის, მაჟორიტარობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ შეკრებილ მოსახლეობას.

დიზის, ნაკრას, ლახამულას, ხევრას, ჰამაშის და თოთალეშის ამომრჩეველთან შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.შეხვედრაზე, რომელმაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად მიმოიხილა სოფლებში არსებული და გადასაჭრელი საკითხები.

გოჩა ენუქიძე პრობლემების გადაჭრის გზების გადაწყვეტას ერთობლივ, თანამშრომლობაზე დამყარებულ ურთიერთობაზე გეგმავს.

"ერთად შევქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ერთად დავძლიოთ ჩვენი მაღალმთიანი რეგიონის ყველა გამოწვევა, ერთად დავუბრუნოთ მთას ახალგაზრდობა და სიცოცხლე! ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას!",- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.