რეკლამა
რუსლან გაჯიევი სოფელ ყაჩაღანში ახალგაზრდებს შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ ყაჩაღანში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩეველს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ყაჩაღანის თემის ახალგაზრდებთან შეხვედრისას რუსლან გაჯიევი შეეხო იმ საკითხებს, რომლებიც უფრო მეტად აწუხებთ ახალგაზრდებს.

„მე გავიარე ძალიან რთული პერიოდი. ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში ახალგაზრდებისთვის არაფერი არ არსებობდა. ამ მძიმე პერიოდს ჩემი თაობის ძალიან მცირე ნაწილი გადაურჩა. ჩემს თაობას „დაკარგულ თაობას“ ვუწოდებ. ასე, რომ მე მესმის ახალგაზრდების. მე ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ თქვენ გქონდეთ კარგი პირობები. მე თქვენს გვერდით ვარ! ახალგაზრდობა, ანუ თქვენ, ჩვენი მომავალი ხართ! მე ვამაყობ ჩემი ქვეყნის ახალგაზრდობით!“, - აღნიშნა ყაჩაღანის თემის ახალგაზრდებთან შეხვედრისას რუსლან გაჯიევმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე მოისმინა ახალგაზრდების შეთავაზებები და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. რუსლან გაჯიევის თქმით, ახალგაზრდებთან შეხვედრები მისი გამარჯვების შემდეგაც პერმანენტული ხასიათის იქნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.