"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" -ს ოზურგეთის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორთან გია
სალუქვაძესთან და ქალაქო ზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატთან შესახვედრად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
ვეტერანთა ორგანიზაციის 80-მდე წარმომადგენელი მივიდა, სადაც მათთვის
მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
"ვისაუბრეთ არა მხოლოდ კონკრეტულ ბენეფიტებზე და დახმარების
საკითხებზე, არამედ დასაქმების პრობლემაზეც ვიმსჯელეთ. დასაქმებასთან
დაკავშირებით მათ აქვთ რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომლის
განხორციელებაშიც დიდი ინტერესით ჩავერთვები. ვეტერანებზე ზრუნვა
ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაძლებლობების ფარგლებში
მაქსიმუმი კეთდება, რათა ვეტერანების მდგომარეობა კიდევ უფრო
გაუმჯობესდეს," - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები