რეკლამა
კახა კალაძემ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი წარადგინა (R)
FaceBook
"ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანი წარმოადგენს.

მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი დღეს, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ წარადგინა.

ნინო წილოსანი არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი. გავლილი აქვს პოლიტიკის კურსი ოქსფორდის უნივერსიტეტში. მას აქვს ბიზნესსექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება. წლების განმავლობაში იყო ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საფინანსო- ეკონომიკური განყოფილების უფროსი. დღეს კი, ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

კახა კალაძის განცხადებით, ნინო წილოსანს მისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ასევე სერიოზული გამოცდილება აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით.

"იმასთან ერთად, რომ ნინო ახალგაზრდა და წარმატებული ადამიანია, არის 3 შვილის დედა. ნინო ლანჩხუთელია, მას კარგად იცნობს რაიონის მოსახლეობა და ძალიან წარმატებული მაჟორიტარი დეპუტატი იქნება",-აღნიშნა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კახა კალაძის თქმით, მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი თემურ ჭკუასელი "ქართული ოცნების" გუნდის წევრად რჩება.

"რაც შეეხება ბატონ თემურს, ის, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად, იქნება ჩვენი საპარლამენტო სიის წარმომადგენელი და ჩვენთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის.მინდა წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ნინოს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ",-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა. ჩოხატაური-ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის ახალმა კანდიდატმა ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და "ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" და ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემს უსაყვარლეს რეგიონში- გურიაში. კერძოდ, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. დიდი მადლობა ბატონ გიორგი კვირიკაშვილსა და მთელს გუნდს ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. გურია ჩემი მშობლიური მხარეა, ჩემი ფუძე იქიდან არის, ამიტომ, მე ძალიან კარგად ვიცი ყველა ის საკითხი, რაც არის მოსაგვარებელი და გადასწყვეტი. ჩემს გურულებს კი მინდა ვუთხრა, თითოეული თქვენთაგანის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და გარწმუნებთ, რომ გავაკეთებ ყველაფერს, არ დავიშურებ ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას, რომ ჩვენი რეგიონი იყოს სწრაფად განვითარებული და თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს კეთილდღეობა",-განაცხადა ნინო წილოსანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.