რეკლამა
გორისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს (R)
FaceBook
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ორთაშენის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, ასევე ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.

"ორთაშენის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი. აუცილებლად მიმაჩნია მოსახლეობის ჩართულობა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმის პროცესში, რათა კიდევ უფრო სწორად მოხდეს ქალაქის საბიუჯეტო თანხების განკარგვა. მოსახლეობა უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობით, გახდნენ მეტად ინფორმირებულები სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების შესახებ, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და ჩართულობის კოეფიციენტი გაზარდონ. დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურზე დგას. ჩვენ დავიწყეთ დემოკრატიული ქვეყნის შენება , მოსახლეობას აღარ აქვს შიშის განცდა საკუთარი აზრის დაფიქსირებისას.მე მჯერა, ჩემი გორელები, 8 ოქტომბერს სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებს დაუჭერენ მხარს. ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველის",-განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, იოსებ მაკრახიძემ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კოდას აბანოსა და საციხურის სოფლების მოსახლეობას შეხვდა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქარელი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თოთლაძე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ საკუთარი სამომავლო გეგმები გააცნო.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.