"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მე-10 ოლქის
მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს
განაგრძობს.
იგი ისნის რაიონის მოსახლეობას ეკონომიკური, სოციალური, დასაქმებისა
და ახალგაზრდული პოლიტიკების მისეულ ხედვაზე ესაუბრა.
ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინდუსტრიული განვითარების
აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ისნის რაიონი წარსულში ძლიერი ინდუსტრიული დასახლება გახლდათ. აქ იყო
უამრავი საწარმო და ფაბრიკა. საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში,
სამწუხაროდ უგულველყოფილი იყო ინდუსტრია, რამაც გამოიწვია ამ დარგის
თითქმის სრული გაქრობა, რაც, რა თქმა უნდა, ისანზე, როგორც ერთ-ერთ
ყველაზე ინდუსტრიულ რაიონზე, მძიმედ აისახა. ჩვენი რაიონის
განვითარებისთვის აუცილებელია ამ პოტენციალის გამოყენება და
ეტაპობრივი აღორძინება"",- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
დღეს ბექა ნაცვლიშვილი აწყურის, ქეთევან წამებულის, კობარეთისა და
გუდარეხის ქუჩების მოსახლეობას შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები