რეკლამა
გოჩა ენუქიძე ლენტეხის სოფლების მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რაჭა- ლეჩხუმსა და სხვანეთში, გოჩა ენუქიძე ლენტეხის 13 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

იგი ჩიხარეშის, ახალშენის, ბენიერის, ლაშხარამის, მარგვიშის, მახაშის, მელეს, ნაცულის, ღობის, შკედის, ცანას, ზესხოსა და ყორულდაშის მაცხოვრებლებს სტუმრობდა.

კანდიდატმა ადგილობრივებს გააცნო პარტიის ოთხპუნქტიანი გეგმა, ესაუბრა სამომავლო პროექტებზე, ჩაინიშნა ამომრჩევლის პრობლემები და დასახა მოცემული საკითხების გადაჭრის გზები.

"მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას. იმისთვის, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს საკუთარ კარ-მიდამოს, უკეთესი პირობებითა და შეღავათებით უნდა გავანებივროთ ადგილობრივი მცხოვრები. უნდა მივცეთ მათ თანამედროვე პირობებით სარგებლობის საშუალება, მიმზიდველი გავხადოთ უცხოელებისთვის ლენტეხის მხარე", - მიმართა ლენტეხის ადგილობრივ მაცხოვრებლებს გოჩა ენუქიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას დიდი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა.

"მადლიერი ვარ ასეთი თბილი და უშუალო მიღებისთვის, მადლიერი ვარ ლენტეხელი ხალხის, რომ გულისხმიერად მომისმინა, ნდობა და მხარდაჭრა აღმითქვა. მე გავამართლებ თქვენ მოლოდინს. ერთად დავუბრუნოთ მთას სიცოცხლე",-განაცხადა მოქალაქეებთან შეხვედრაზე "ქართული ოცნების" კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.