რეკლამა
გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი სესიაშვილი მოსახლეობას შეხვდნენ (R)
FaceBook
,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების-განჯალა,უზუნთალა, ყარაჯალა, მაწიმი და ქალაქ ლაგოდეხში, კავკასიონის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატმა მათთან შეხვედრისას ბოსტნეული კულტურის ექსპორტისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ ბიზნესმენებთან ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის საკითხებზე, რაც ადგილობრივებს მეტ შემოსავალსა და კეთილდღეობას მოუტანს.

ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი. ამჯერად იგი კისისხევის N21 და N53 საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

ირაკლი სესიაშვილმა შეკრებილ მოსახლეობასთან განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სოფლის მეურნეობაში არსებულ პროექტებზე, პროფესიულ განათლებასა და სხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

"სულ მალე თქვენ შეგეძლებათ ადგილობრივი წარმოების ტრაქტორების შეძენა სახელმწიფოს თანადაფინანსებით და შეღავათიან ფასად. წელსვე დაიწყება შხამქიმიკატების ხარისხის მონიტორინგიც, ყოველივე კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს სოფლის მეურნეობისგან თქვენთვის მიღებულ სარგებელს ",- განახაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.