რეკლამა
ზაქარია ქუცნაშვილმა ხევსურეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი ხევსურეთს ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

სოფელ როშკას, შატილის და მუცოს მოსახლეობამ მაჟორიტარობის კანდიდატთან როგორც საერთო, ასევე, ინდივიდუალურ პრობლემებზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ყველა საკითხს შეეხო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ინტერესთა სფეროს წარმოადგენდა.

ამასთანავე, მაჟორიტარობის კადიდატმა ხევსურეთში, ზღვის დონიდან 2960მ-ზე მშენებარე არხოტი-როშკას დამაკავშირებელი 28კმ გზის მშენებლობა დაათვალიერა და დასაქმებულ პირებს გაესაუბრა.

"ცდებიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს გზა მხოლოდ 8 ოჯახისთვის შენდება. გზა რომელიც 21 საუკუნე არ არსებობდა ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობებისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება. საქართველო მოიპოვებს კავკასიის ჩრდილოეთ ფერდობზე საავტომობილო წვდომას, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისათვის აუცილებელია. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის შექმნის კიდევ ერთ ტურისტულ მიმართულებას რეგიონში არსებული ბუნების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით “, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.