რეკლამა
გედევან ფოფხაძე ბორჯომში ამომრჩეველს შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ბორჯომის 27-ე და 7-ე უბნის ამომრჩევლებს შეხვდა.

გედევან ფოფხაძემ პოლიტიკური ექსკურსი გააკეთა, ისაუბრა განვლილი ოთხი წლის მუშაობის შესახებ. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უფასო გახდა საბავშო ბაღები,სასკოლო სახელმძღვანელოები, სახელმწიფომ იზრუნა თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაიწყო უფასო ჯანდაცვის პროგრამის რეალიზაცია, რაც დიდი მიღწევაა, მოხდა ბიზნესის დეპოლიტიზაცია.

"ქართული ოცნება" თავისი პროგრამით, პოლიტიკური გუნდით, თავისი კანდიდატებით წარსდგა საზოგადოების წინაშე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება ობიექტურად და სამართლიანად შეაფასოს კონკრეტული სუბიექტის პროგრამა, ხედვა, შესაძლებლობები, ეს არის ჩვენი აზრით ის სტანდარტი საარჩევნო კამპანიის, რომელიც უნდა იყოს საქართველოში, რაც უნდა დამკვიდრდეს. ხალხს ქვები არ უნდა ესროლონ, რომ არჩევნები მოიგონ, წყნარად, მშვიდად თავისი სათქმელი უნდა თქვან და ვინც უფრო დამაჯერებელი იქნება, ვინც უფრო ახლოს იქნება ქართველი ხალხის გულთან და ცნობიერებასთან, იმან მოიგოს არჩევნები",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამომრჩევლებთან შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.