რეკლამა
დიმიტრი ხუნდაძე - არა მგონია ჩოჩელი ისეთი უჭკუო იყოს, რომ ამათში დიდი ფული გადაიხადოს (R)
FaceBook
"ქართული ოცნების" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის სააღჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგი ეძღვნებოდა მცხეთის საკრებულოს დეპუტატების განცხადებას მასთან გამიჯვნასთან დაკავშირებით.

"მოდით, დაგისახელებთ, ვინ გამემიჯნა. დავიწყებ ყველაზე სენსაციურით: თამაზ ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტიის წევრი შიო ჯატიაშვილი - ლეიბორისტული პარტიის წევრი გამოდის, რომ ლეიბორისტული პარტია მცხეთაში მხარს უჭერს ცეზარ ჩოჩელს, მათივე თქმით, ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს. დავით ჯალაბაძე - კონსერვატიული პარტია, გარიცხულია პარტიიდან. ვაჟა თათარაშვილი - პატრიოტთა ალიანსი, გარიცხულია პარტიიდან თეიმურაზ მირესაშვილი - რესპუბლიკური პარტია ნუგზარ ჩანადირი - ბურჯანაძე-დემოკრატები გოჩა ლაბაური - გარიცხულია "კონსერვატორებიდან და შევიდა "ნაციონალების" ფრაქციაში.

დავით ვალიშვილი - გარიცხულია კონსერვატორებიდან. გურამ ანსიანი - საკრებულოში შევიდა თავისუფალი დემოკრატების ქვოტით, შემდეგ დატოვა, განაცხადი გააკეთა "ქართულ ოცნებაში" შემოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ პარტიამ არ დააკმაყოფილა. ისე, მას ბევრი პარტია აქვს გამოცვლილი და როგორც ჩანს, ყველაზე მსუყე ლუკმას მიადგა ჩოჩელის სახით.

ზაურ ღვინიაშვილი - ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ის მუშაობდა პარტიის წინააღმდეგ, ამიტომ, რაიონულმა ორგანიზაციამ ივნისის თვეში იმსჯელა მასზე და ბიუროს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ ოფისს გადაეგზავნა მისი გარიცხვის თაობაზე. ასე რომ, თავად დარწმუნდით, რომ ეს პირები არ არიან "ქართული ოცნების" წევრები. პირიქით, ისინი ყოველთვის ოცნების წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ხელს უშლიდნენ გამგეობას და საკრებულოს მუშაობაში.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ცეზარ ჩოჩელს, როგორც იქნა, ეს ხალხი საჯაროდ გამოაშკარავა და შესაბამისი სახელიც დაარქვა. რაც შეეხება გამიჯვნას, მაინტერესებს ვის გაემიჯნენ? ისინი არც პარტიასთან და არც ჩემთან არასოდეს მდგარან. ჩვენი გუნდი ასეთ ხალხთან არ თანამშრომლობს. მათი ერთადერთი დაინტერესება არის მხოლოდ ფული და იპოვეს კიდეც თავშესაფარი. თუმცა, არა მგონია, ჩოჩელი ისეთი უჭკუო იყოს, რომ ასეთ ხალხში დიდი ფული გადაიხადოს. ესენი მხოლოდ ხურდებზე შეიძლება ამუშაოს",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.