რეკლამა
იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური მოსახლეობას შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებს.

ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქის ცენტრში ( ე.წ. ცხრიანების მიმდებარე ტერიტორია) მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.

"8 ოქტომბრიდან ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩემს საყვარელ გორელებთან ერთად დავიწყებთ ჩვენი ქალაქის განვითარების გეგმის განხორციელებას. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა, ახალგაზრდების ჩართულობა. მსურს ჩვენი ქალაქის უკეთესი ცხოვრების შენებაში თითოეულმა გორელმა თავისი წილი აგური დადოს. ძალა ერთობაშია! ეს ერთობა მოგვიტანს 8 ოქტომბერს უდიდეს გამარჯვებას! ყველაზე მთავარია ქალაქის ურბანული განვითარება , რომელიც ორიენტირებული იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობაზე, ხელოვნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემაზე, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის სხვა საშუალებების ორგანულ შერწყმაზე" ,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობას შევხდა.

შეხვედრაზე სოფელში არსებულ პრობლემებსა და ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს. მეჯვრისხეველების უმთავრეს მოთხოვნას სასმელი წყლის მუდმივი გრაფიკით მიწოდების საკითხი წარმოადგენდა.

თემურ ხუბულურის თქმით, იგი პირდება მოსახლეობას, რომ საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მოპოვების შემთხვევაში, 2017 წელს სხვა პრობლემებთან ერთად,სოფელში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაც დროულად მოგვარდება.

"ქვეყნის ეკონომიკის წისვლაში მოწინავე ადგილი სწორედ სოფლის მეურნეობას უკავია. უახლოეს მომავალში აღნიშნული სექტორი კიდევ უფრო მოდერნიზდება. სახელმწიფოს მხრიდან ახალი სერვისები და პროგრამები სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს , რაც ხელს შუწყობს სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევას.ჩვენ გვაქვს უდიდესი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი. პრიორიტეტულია ფერმერული და აგროინდუსტრიული წარმოების განვითარება ,რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, თითოეული სოფლად მცხოვრებლი ოჯახის შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდას",- განაცხადა "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.