რეკლამა
"ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა "ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის" ორგანიზებით გაიმართა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანებს. ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სამშობლოსთვის იბრძვიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ომში მონაწილეებმა, მათმა შვილებმა და სრულიად საქართველომ უკეთეს ქალაქში და უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ",- განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

დეპუტატობის კანდიდატებმა ომის მონაწილეებს გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც რუსთავის 29-ე და 30-ე ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატებმა განაცხადეს, სახელმწიფოს ომში მონაწილეთა დასახმარებლად არაერთი პროგრამა აქვს, თუმცა მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ისინი ვეტერანებს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას დაჰპირდნენ.

"ომის ვეტერანებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, პირველ რიგში, ღირსების საქმეა და ამასთან ერთად, მომავალი თაობების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება", - განაცხადა პაატა მხეიძემ.

"ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.