რეკლამა
ვალერი გელაშვილმა და ირაკლი მეზურნიშვილმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გამართეს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

იგი ამჯერად ნარვანის, ქემფერის, წაბლოვანასა და ცედანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრა. მათ შორის ყურადღება ახალგაზრდების დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარებაზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე გამახვილდა.

"მნიშვნელოვანია სწრაფი ნაბიჯები წინ, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური კეთილდღეობა და მე ამ ყველაფერს გავაკეთებ ახალი ძალით, ენერგიით, თქვენთან ერთად, ერთი სულისკვეთებით",-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,ირაკლი მეზურნიშვილი. ამჯერად იგი ზემო რენის, ქვემო რენისა და კოდისწყაროს სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი ამომრჩევლებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება კი ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე გამახვილდა. "მე ვამაყობ იმ ნაბიჯებითა და სწორი მიმართულებით, რაც დაისახა ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია, დღეს დაცულია თქვენი ღირსება და უფლებები. მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონის განვითარება",-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.