რეკლამა
"ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდნენ.

პაატა მხეიძისა და გიორგი ბეგაძის შეხვედრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს. დეპუტატობის კანდიდატებმა ექიმებს საკუთარი პროგრამა და ხედვები გააცნეს, მანდატის მოპოვების შემთხვევაში კი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.

რუსთავის 29-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ყურადღება გაამახვილა საავადმყოფოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო პროგრამები განხორციელდა.

"ჩვენი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ვისაუბრეთ საკუთარ ხედვებსა და პრიორიტეტებზე. ჯანდაცვის მიმართულებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევა, c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ადამიანებს უფინანსდებათ და უკეთდებათ სიცოცხლისთვის საჭირო ძვირადღირებული ოპერაციები. ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სფეროს კიდევ უფრო გაძლიერება. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაფასებულები, რათა ყოველთვის იზრუნონ ჩვენი თანაქალაქელების ჯანმრთელობაზე. თანამედროვე რუსთავის მშენებლობაში მათი, ისევე როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლების ხედვები უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.