"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე დაბა აბასთუმნის
მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და
ყურადღება რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა.
"აბასთუმნის რეაბილიტაცია საბოლოოდ ხელს შეუწყობს ტურისტული
პოტენციალის გაზრდასა და ეკოტურიზმის განვითარებას",-აღნიშნა გიორგი
კოპაძემ.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს
განაგრძობს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალქალაქისა
და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი.
იგი ჯიგრაშენს, მამზარას, დიდ კონდურას, ყულალისს, პატარა კონდურასა
და დილიფშს სტუმრობდა.
მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაიმართა.მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები
გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები