რეკლამა
კნუტ ფლეკენშტაინი გლდანის საარჩევნო შტაბს ეწვია (R)
FaceBook
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, კნუტ ფლეკენშტაინი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გლდანის საარჩევნო შტაბს ეწვია.
ფლეკენშტეინმა საკუთარი ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა "ქართულ ოცნებას" და ლევან კობერიძეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

"ამ მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის ნაწილი გერმანიაში უკვე განხორციელებულია და დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის განხორციელებაში ისეთივე წარმატებულები იქნებით, როგორიც გერმანიაა. ლევანმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა კერძო სექტორში, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელმაც იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა და აქვს კონკრეტული გამოცდილება ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ასეთი ღირსეული კანდიდატია ლევანი", - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.

ლევან კობერიძემ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გლდანის 22-ე ოლქის საარჩევნო შტაბი გახსნა და რაიონის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.

"ყველაზე მთავარი, რასაც მე ხაზს ვუსვამ, არის ის, რომ მუხიანელ, გლდანელ მოსახლეობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გლდანი და მუხიანი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მიმზიდველი და პრესტიჟული უბანი თბილისში", -განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.