რეკლამა
ცოტნე ზურაბიანმა მარიამობა წყალტუბოში ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი ასამდე ახალგაზრდასთან ერთად სტეფანე პირველმოწამის ტაძარში მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს დაესწრო.

"მე მიხარია, რომ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ჩემთან ერთად აღენიშნათ დღევანდელი დღე. რამდენიმე ათეული ადამიანი წყალტუბოს სხვადასხვა სოფლიდან სპეციალურად ჩამოვიდა. ეს ფაქტი ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს. ეს ახალგაზრდები განაპირობებენ წყალტუბოს ხვალინდელ დღეს, ამიტომ მე მათთან ერთად ვულოცავ მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს" – ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მოეწყო ლაშქრობა. ლაშქრობის ბოლო წერტილი მდინარე ყუმი იყო, სადაც ახალგაზრდებმა მცირე პერფომანსი გამართეს.
შეგახსენებთ, რომ ტაძარში თვეებია არ ჩატარებულა პარაკლისი, ხოლო ბოლოს წირვა ლოცვა 30-იან წლებში აღევლინა. სტეფანე პირველმოწამის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება. ამჟამად სტეფანე პირველმოწამის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძრის რესტავრირება  ერთი თვის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.