საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალციხისა და ადიგენის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე.
იგი ამჯერად სოფლებს-მუგარეთს, ფერსას, გიორგი წმინდასა და კლდეს
ესტუმრა.
გიორგი კოპაძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ საკუთარი
ხედვები გააცნო. საუბარი შეეხო ახალგაზრდების დასაქმების აქტიური
პოლიტიკის გატარების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, სოფლის
მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების მნიშვნელობას.
„მნიშვნელოვანია, სწრაფი ნაბიჯებით სვლა, რადგან თითოეულმა მოქალაქემ
იგრძნოს ეკონომიური კეთილდღეობა“,-განაცხადა ახალციხისა და ადიგენის
მაჟორიტარობის კანდიდატმა.
"ქართული ოცნების" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი
მოსახლეობას შეხვდა (R)
მასალის გამოყენების პირობები