რეკლამა
ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მორიგი შეხვედრა დოლიძისა და ფანასკერტელის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა. ლევან გოგიჩაიშვილი ამომრჩევლის პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

“ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია. ამიტომაც, “ქართული ოცნების” პრიორიტეტებში თავიდანვე იყო თანამოქალაქეების ჯანრთელობაზე ზრუნვა და სოციალური საკითხები. დროულმა და ხელმისაწვდომმა სამედიცინო მომსახურებამ ათასობით ადამიანს მისცა განკურნების შესაძლებლობა და მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი. ამისთვის, “ქართული ოცნების” მიერ 127,7%-ით გაიზარდა ბიუჯეტი. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. 10 000 -ზე მეტ ადამიანს დაეხმარა C ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც მომავალში უკვე ნებისმიერი მოქალაქე უფასოდ შეძლებს სარგებლობას“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ასევე გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„კატასტროფული მდგომარეობა დაგვხვდა, მაგალითად, წყალმომარაგების კუთხითაც. ნახევარ მილიარდზე მეტი უკვე დაიხარჯა ამ პრობლემების გადასაჭრელად, ხოლო 1.5 მილიარდის პროექტები ამჯერად შესრულების პროცესშია, რაც დამატებით 500 000 ჩვენს თანამემამულეს უზრუნველყოფს წყალმომარაგებით. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვას, ჩვენს პრიორიტეტად ყოველთვის დარჩება ადამიანი და კიდევ უფრო გაუმჯობესდება სოციალური პაკეტი. საბურთალოზე განხორციელებული პროექტები იქნება ნათელი ნიმუში “ქართული ოცნების” შემდეგი წარმატებული ოთხწლიანი მმართველობის, რასაც თქვენი თანადგომით და ერთსულოვნებით კიდევ ერთხელ მივაღწევთ”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.