"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი
მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოზე განცხადებას
ავრცელებს.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა
თვითნებურად გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო "რუსთავი2"-ისა
და კაბელების საქმის სარჩელების გამოცვლის ფაქტი, რაზეც თქვენ უკვე
იცით და რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიური
საუბარი.
ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება.
იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს თუ
კანტორას, მაგრამ განმარტების გარეშე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ
სხდომის გადადების ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მას აღარ აქვს სხვა
გამოსავალი, როგორც ჩანს ის ვარაუდობს, რომ არ გამოვა ისეთი
გადაწყვეტილება, რომელიც მას და "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს.
შესაბამისად, ჩნდება ორი ვერსია, ერთი გადის ამ პარტიის
ხელმძღვანელებთან კონსულტაციებს, მეორე, ის ცდილობს, რომ ან ზეგავლენა
მოახდინოს, ან გადაარწმუნოს მოსამართლეები, რომ მათ მიიღონ სხვაგვარი,
არაობიექტური გადაწყვეტილება. მე მოვუწოდებ თითოეულ მათგანს და
საკონსტიტუციო სასამართლოს რიგით თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის,
მორალის შესაბამისად, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის დაკნინება მსგავსი ქმედებებით არ
შეიძლება," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები