რეკლამა
არჩილ თალაკვაძის შეხვედრა ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაციებთან (R)
FaceBook
"ოზურგეთს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები" - არჩილ თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს ახალი საპარლამენტო შემადგენლობის კანდიდატები კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე და აკაკი ზოიძე ესწრებოდნენ.

"ოზურგეთს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც ზურგქარია ნებისმიერი თანამედროვე პოლიტიკოსისთვის", - ამ სიტყვებით გახსნა დისკუსია არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო სისტემას და საარჩევნო კანონმდებლობას, თვითმმართველობის რეფორმას, სოციალური დაცვის საკითხებს, ასევე, გარემოს დაცვისა საკითხებსა და მიწის მესაკუთრეების უფლებებს შეეხო. არასამთავრობო სექტორის მხრიდან აქცენტი თვითმმართველი ერთეულებისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვის და გამოყენების პროცესში ბარიერების მოხსნაზე გამახვილდა. დისკუსია გაიმართა განათლების სისტემის რეფორმაზე და საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე.

"ახლოს არის ის დრო, როცა კერძო სექტორი განათლების სისტემას პირდაპირ შეუკვეთს ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალებს" - განაცხადა კახა კუჭავამ.

" სახელმწიფო დახმარებასთან ერთად ბენეფიციარებს დასაქმებასაც შესთავაზებს. მხოლოდ ასე შეიძლება სიღარიბის მანკიერი წრე გავჭრათ" - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

შეხვედრაში, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, მონაწილეობა "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "ფენიქსი 2009-მ", "გურიის აგრობიზნესცენტრმა", "გურიის ახალგაზრდულმა რესურცენტრმა" და "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა მიიღეს".

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.