რეკლამა
გრიგოლ ლილუაშვილი ხონსა და ვანში ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

გრიგოლ ლილუაშვილი ხონსა და ვანში ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელიც ხე-ტყის დამუშავებას და რეალიზაციას ართულებს. შეხვედრის ბოლოს დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად ვანში მდინარე რიონის სანაპირო დაათვალიერეს, რომლის კალაპოტიც ინერტული მასალის მოპოვების შედეგად შეიცვალა და სოფლის სამეურნეო მიწებს იტაცებს. საკითხთან დაკავშირებით დაისახა გეგმები, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება.

"ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას არა ერთი კანონი იქნა მიღებული რომლის საშუალებითაც ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარების მხრივ მკვეთრად გაუმჯობესდა სიტუაცია, მანდატის მოპოვების შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოგვარდეს ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც მცირე მეწარმეობის განვითარებას აბრკოლებს", - განაცხადა ვანისა და ხონის დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ხონსა და ვანში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა ბატიაშვილი ესწრებოდა. დღესვე გრიგოლ ლილუაშვილი სოფელ სალხინოს მე-14-ე და 30-ე სარჩევნო უბნის მცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივებმა კანდიდატთან იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

"მოქმედმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა, გაიცა რამდენიმე მილიონი ლარის აგრო სესხები რაც სოფლის მეურნეობაზე სამომავლოდ დადებითად აისახება, ასე გაგრძელდება მანამ ვიდერე სოფელი არ გახდება ძლიერი და სოფლის მეურნეობა არ იქნება მომგებიანი მოსახლეობისთვის." - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ სალხინოში მე-14-ე და 30-ე საარჩევნო უბნებში გამართულ შეხვედრაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.