რეკლამა
გიორგი ვოლსკი – დაპირებები იქნება მხოლოდ საქმიანი, რომელსაც მოყვება რეალური შედეგი (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია პრობლემური უბნების მაცხოვრებლებთან შეხვედრით დაიწყო.

იგი დღეს აჭარის 10 ნომერში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული მისამართზე 195 ოჯახი ცხოვრობს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების შესახებ, პოლიტიკურ განვითარებასა და პარტია "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პასუხი გასცა მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს სოციალური პროგრამების განხორციელებისა და 2017 წლის ბიუჯეტში დევნილთა დახმარების გათვალისწინების შესახებ.

"თქვენ, ჩუღურეთელებს, ჩემი და ქალბატონი რიმა ბერაძის სახით, გეყოლებათ ორი ერთგული წარმომადგენელი ქვეყნის პარლამენტსა და დედაქალაქის საკრებულოში. ჩვენ არ გავცემთ უსაფუძვლო დაპირებებს. დაპირებები იქნება მხოლოდ საქმიანი, რომელსაც მოყვება რეალური შედეგი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.