გიორგი კვირიკაშვილი – ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები მეზობლებთან (R)
17:25 / 22.08.2016
ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული
სიითაც ეყოლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ
მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"
თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობასთან
შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარადგინა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო
მრავალეროვანი, მრვალკულტურული ქვეყანაა, რაც ქვეყნის სიმდიდრეა და
მთავრობა თითოეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად ყველაფერს
გააკეთებს.
გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას გასული ოთხი წლის
განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრად განაცხადა, რომ
2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა
განცხადება, პოლიტიკური პარტიის შექმნისშესახებ, ქართველ ხალხთან
ერთად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა -
მოქალაქეები სახელმწიფო აპარატის წნეხისგან გათავისუფლდნენ,
საქართველოში დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, გაცილებით
თავისუფალი წინასაარჩევნო კამპანია და თავისუფალი მედია. პრემიერის
შეფასებით, გადაიჭრა ჯანდაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა,
ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია სახელმწიფო აპარატის ზეწოლისგან,
სოფლის მეურნეობის წახალისებისთვის მრავალი სახელმწიფო პროგრამა
არსებობს და ასევე, გატარდა გონივრული საგარეო პოლიტიკა.
"ერთის მხრივ, ჩვენ ვრჩებით დასავლური კურსის ერთგულნი, ხოლო მეორეს
მხრივ, ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, განსაკუთრებით
მხედველობაში მყავს რუსეთი. არანაირი კომპრომისი არ იქნება
ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის საკითხებში, მაგრამ
საქართველოს სჭირდება ნორმალური ურთიერთობები ყველა მეზობელთან. ჩვენ,
გასული 4 წლისგანმავლობაში შევძელით და გავხსენით ვაჭრობა რუსეთთან და
დღეს ისევ ჩამოდიან ტურისტები რუსეთიდან. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა,
შეგვემცირებინა დაძაბულობა. ეს ყველაფერი ქმნის შესაძლებლობას,
დავგეგმოთ ჩვენი სტაბილური განვითარების მომავალიოთხი წელი", -
განაცხადა პრემიერმა.
მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან
პროექტებზეც,რომელიც რეგიონში ენზელ მკოიანთან ერთად განხორციელდა -
მათ შორისაა ირიგაციისა და სოფლების გაზიფიცირების,
ასევე,ინფრასტრუქტურული პროექტები და მთის კანონის მიღება.
"მთის კანონი ახალქალაქისა და ნინოწმინდისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია,ვინაიდან მისი მეშვეობით, პედაგოგებს, ექიმებს,
ექთნებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული შეღავათები
ეძლევათ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები