რეკლამა
გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს (R)
FaceBook

"ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად ცდილობს, არათუ აღიაროს საკუთარი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოყვნენ, წამოაძახოს კიდეც ნასამართლეობა".


ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, იოსებ მაკრახიძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, "300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული და რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს მოუწია დიდი წნეხის ქვეშ აღიარებითი ჩვენების მიცემაც".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, სპეკულაციებს თავი დაანებოს - "ეს საქმეები დაწყებულია დიდი ხნის წინ და ძალიან ბევრი ადამიანი მოყვა ამ წნეხის ქვეშ. იმის მაგივრად, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქვეყნის მოახლეობას, ასე უტიფრად აგრძელებენ ადამიანების დადანაშაულებას. მე მაგალითად, მგონია, რომ იოსებ მაკრახიძისნაირი ადამიანი ნამდვილად ყველა გორელისთვის საამაყოა, რადგან მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის გორის რაიონში და დარწმუნებული ვარ, იგი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ის არის ძალიან აქტიური ადამიანი და ანთებულია, რომ მოაგვაროს ყველა პრობლემა გორში", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს.

"მე, მაგალითად, მათ ადგილას, შემრცხვებოდა საკუთარ სიაში იმ გვარების ხილვა, რომლებიც მათ აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ წინ დაუდებენ ბიულეტენებს, რომელშიც ძალიან ბევრი სამარცხვინო გვარი იქნება. არ მინდოდა ამ კონტექსტში პასუხის გაცემა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი გვაიძულებენ, ამ კონტექსტში გადავიდეთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.