რეკლამა
"ქართულმა ოცნებამ" კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა [R]
FaceBook
კახეთის სიძლიერე მთელი საქართველოს სიძლიერეა და როცა კახეთი მყარად დგას ფეხზე, მაშინ მთელი საქართველო წელში გამართულია,

- ამ სიტყვებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თელავში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თელავისა და ყვარლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილია, სიღნაღი- დედოფლისწყაროში ირაკლი შიოლაშვილი, ახმეტაში გელა სამხარაული, ლაგოდეხში გურამ მაჭარაშვილი, გურჯაანში დავით სონღულაშვილი, ხოლო საგარეჯოში რომან მუჩიაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა თელავში სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მთავრობის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ ხალხს მივეცით ყველაზე მთავარი, რაც სახელმწიფოსგან სჭირდება ადამიანს - ღირსეული მოპყრობა, დაფასება, ზრუნვა. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთდროულად ყველა პრობლემა ვერ მოგვარდებოდა. თუმცა დღეს სათქმელი და საამაყო ნამდვილად გვაქვს: ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინეთ - არ მეგულება არცერთი ოჯახი, რომელმაც თავის თავზე არ გამოსცადა, რას ნიშნავს, როდესაც მკურნალობა გჭირდება და იმაზე არა გაქვს საფიქრალი, საიდან მოიტანო მკურნალობისთვის საჭირო ფული; არ მახსენდება ხალხის სხვა ისეთი გვერდში დგომა, როგორიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუწია კახელებს სტიქიის დროს და მთლიანად აუნაზღაურა სტიქიით გამოწვეული ზარალი; აღარაფერს ვიტყვი დამუშავებულ მიწებზე და გლეხობისათვის გაწეულ სხვა დახმარებაზე, რთველზე და მილიონობით შემოსავალზე, რომელიც კახეთმა მიიღო ბოლო სამი წლის განმავლობაში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კახეთის მოსახლეობას ყურძნის სუფსიდირებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ 2016 წლისათვის ამ მიმართულებით 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ყურძენს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს.

„ვაზი და ვენახი წმინდაა ქართველი კაცისთვის, და ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ სწორედ მევენახეობაზე. ეს არის ჩვენი ფესვები, ჩვენი სამშობლოს სიძლიერე, ჩვენი სამშობლოს სიმბოლო და ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ, გავაგრძელოთ და შვილებს გადავცეთ მამა-პაპათა ტრადიციები. ჩვენ იმაზეც ვზრუნავთ, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის წარმოებაც შეეძლოს და შემოსავალიც შესაბამისი ჰქონდეს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული მიდგომა შედეგს გამოიღებს და ქართული ღვინო არა მხოლოდ თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით, არამედ საქართველო ღირსეულ კონკურენციასაც გაუწევს ცნობილ ქვეყნებს.
„ჩვენი უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, კახეთის ულამაზესი ბუნება, რა თქმა უნდა, მთა-თუშეთი უამრავ სტუმარსა და ტურისტს იზიდავს, მათ შორის, ღვინის ტურიზმის მოყვარულებსაც. და ჩვენ ეს სიმდიდრე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ხელისუფლების ამოცანაა, კიდევ უფრო სწრაფად ამოძრავდეს ეკონომიკა, ვინაიდან ეს იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარების საფუძველი და საფუძველი იმისათვის, რომ ცხოვრების დონის გაუმჯობესება იყოს მიღწეული.

„თქვენთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას! ჩვენ თქვენთან ერთად ავაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, სახელმწიფოს, სადაც ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე და ვერავინ გაბედავს დაუსჯელობის იმედით ბატონობას ადამიანებზე. 2012 წელს თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ამ არჩევნებშიც ჩვენ თქვენი გვერდში დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

„კიდევ ერთხელ მინდა დიდი სიყვარულით, დიდი სიამაყით მოგმართოთ. მეც ამ მხარის შვილი ვარ. მეამაყება, რომ ვარ კახელი, რომ ვარ წელში მოუდრეკელი ხალხის წარმომადგენელი. უდიდესი პატივი მხვდა წილად - ვარ საქართველოს პრემიერ -მინისტრი. მე ვიქნები მთელი საქართველოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კახელების ინტერესების დამცველი, კიდევ ერთი უმანდატო მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. უკვე მთავრობიდან მთელი საქართველოს, მაგრამ თქვენი ინტერესების გამომხატველი. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ნათელ მომავალს, გაფერადებულ, აგუგუნებულ საქართველოს. დავდგეთ ერთ მუშტად შეკრულნი და ვუზრუნველყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი. ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდება და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე კახეთის მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა.

კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ოთხი წლის წინ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა დაიყო. „ხალხმა ირწმუნა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყო. ხალხმა ირწმუნა, რომ თავისუფალი გახდა! ხალხმა დაინახა, რომ შიში წარსულში დარჩა და ხალისი მიეცა შრომასაც, დასვენებასაც, ქებასაც და კრიტიკასაც! ღვინის სახლები და საოჯახო სასტუმროები, კახური სუფრის პოპულარიზაცია, ტურისტული ზონები- მარტო ახტალა რა საერთაშორისო მნიშვნელობის განძი გაქვთ! ეს ყველაფერი თქვენია, ეს ყველაფერი თქვენი პროგრესის საფუძველია, ეს იძლევა ალაზნის ველივით უკიდეგანო შეაძლებლობებს დოვლათის კეთიდღეობის შესაქმნელად, თითოეული კახური ოჯახისთვის და საქართველოსთვის მთლიანობაში!“,- აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.