რეკლამა
ორბი ჯგუფის პროექტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა [R}
FaceBook
„ორბი თვინ თაუერი“ - ორბი ჯგუფის ახალი გრანდიოზული პროექტია 4 500 ნომრით, რომელიც ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე შენდება და მსოფლიოში სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მე-6 ადგილს იკავებს.

ამ პროექტმა პანამაში „2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო პროექტის“ ტიტული მიიღო და კოპანია „ორბი ჯგუფს“ „ოსკარიც“ გადაეცა უძრავი ქონების სფეროში.

პროექტზე, პრიზზე და მის მნიშვნელობაზე უფრო ვრცლად, კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი კვერღელიძეს ვესაუბრეთ.

"ორბი ჯგუფმა“ ბათუმში მსოფლიოს მნიშვნელობის პროექტის მშენებლობა დაიწყო. რას ნიშნავს მსოფლიოში სიდიდით მე-6 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა კომპანიისათვის და როგორია მსოფლიოს პირველი ათეული?


მსოფლიოს პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ლას-ვეგასი - The Palazzo Resort Hotel & Casino - 8108 ნომერი;

2. მოსკოვი - იზმაილოვოს სასტუმრო კომპლექსი -7500 ნომერი;

3. ლას-ვეგასი - The Signature at MGM Grand - 6772 ნომერი;

4. მალაიზია - First World Hotel - 6118 ნომერი;

5. ლას-ვეგასი - Encore Las Vegas - 4570 ნომერი;

6. ბათუმი - „ORBI Twin Tower” - 4 500 ნომერი;

7. ლას-ვეგასი- Luxor Hotel & Casino – 4 400 ნომერი;

8. ლას-ვეგასი - Mandalay bay – 4337 ნომერი;

9. ტაილანდი - Ambassador City – 4210 ნომერი;

10. ლას-ვეგასი - The Venetian – 4027 ნომერი;


„ორბი ჯგუფისათვის“ ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მსოფლიოში სიდიდით მე-6 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი სცილდება რეგიონულ მნიშვნელობას და კომპანიას და ბათუმს, როგორც ტურისტულ ქალაქს მსოფლიოში, სხვა დატვირთვას ანიჭებს. “ორბი თვინ თაუერის” შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენ ვებ გვერდზე: www.orbigroup.net


ბატონო ირაკლი, თქვენ ახლახანს დაბრუნდით პანამიდან, სადაც „ორბი ჯგუფის“ პროექტმა „ორბი თვინ თაუერმა“, მსოფლიო დონის აღიარება მიიღო. რამდენად მნიშვნელოვანია FIABCI Prix d'Excellence ქვეყნისთვის?


კარგი შეკითხვაა. როდესაც კომპანიის მიერ წარდგენილ პროექტს მსოფლიოში საუკეთესო საინვესტიციო პროექტად აღიარებენ, როგორც ეს მოხდა „ორბი თვინ თაუერის“ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კომპანიის გამარჯვება არ არის, ეს ქვეყნის გამარჯვებაა.

რაც შეეხება თავად FIABCI Prix d'Excellence, ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ეს იგივე „ოსკარია“. მსოფლიოში ამაზე დიდი ჯილდო უძრავი ქონების სფეროში არ არსებობს. ფიაბსი, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციაა, რომელიც პარიზში, 1948 წელს ევროპის, ამერიკის წამყვანმა დეველოპერებმა და უძრავი ქონების სპეციალისტებმა დააფუძნეს. 1954 წელს ფიაბსის მიენიჭა, გაეროს სოციალურ-ეკონომიკურ საბჭოში, ოფიციალური კონსულტანტის სტატუსი. ეს ერთადერთი ორგანიზაციაა უძრავი ქონების სფეროში, რომელიც გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოდიოდა.

ფიაბსის პრიზ ექსელენსის მფლობელები, სხვადასხვა დროში გახდნენ ისეთი პროექტები, როგორიცაა-ტრამპ-თაუერი ნიუ იორკში, გუგენჰეიმის მუზეუმი ბილბაოში, პეტრონასის თაუერი კუალა-ლუმპურში, პარიზის დისნეი ლენდი, მილენიუმ პარკი ჩიკაგოში, REPUBLIK PLAZA - სინგაპურში, THE PALACE - ტაივანში, SINAR MAS LAND PLAZA - ინდონეზიაში, NORWEST BUSINESS PARK - სიდნეიში და ბევრი სხვა ცნობილი არქიტექტურული და უძრავი ქონების წარმატებული პროექტი. ეს ჯილდო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს კომპანია ამით ამაყობს და ეს აღიარება გახდა ამ კომპანიების წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი. გარდა „ორბი ჯგუფისა“, ამ დრომდე აღნიშნული პრიზის მოპოვება პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ვერც ერთმა კომპანიამ ვერ შეძლო. კონკურსზე წარმოდგენილი იყვნენ მეგაკომპანიები ამერიკიდან, ჩინეთიდან, სინგაპურიდან, დუბაიდან, მალაიზიიდან, იაპონიიდან და ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა ბიუჯეტი, არამარტო ჩვენი კომპანიის, არამედ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს 15-ჯერ, 20-ჯერ აღემატება. სწორედ ამ მეგა კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროექტებს შორის, მსოფლიოს 40 ქვეყნის ყველაზე კომპეტენტური და საერთაშორისო დონის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა 70 წევრიანმა ჟიურიმ, რომლიც 6 თვის განმავლობაში სწავლობდა კომპანია „ორბი ჯგუფს“ და მის პროექტს, „ორბი თვინ თაუერი“ 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო პროექტად ერთხმად აღიარა. ფიაბსის ისტორიაში ჟიურის მიერ ასე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების პრეცედენტი არ არსებობს, რასაც დაჯილდოვების ცერემონიალზე განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი თავად ფიაბსის პრეზიდენტმა.

„ორბი თვინ თაუერში“ კომპანია „ორბი ჯგუფი“ აპარტამენტების რეალიზაციას ახორციელებს. რითი განსხვავდება აპარტამენტი ჩვეულებრივი ბინისგან?

აპარტამენტი, ისევე როგორც საცხოვრებელი ბინა, მყიდველის კერძო საკუთრებაა. იგი საკუთრების უფლებით აღირიცხება მყიდველზე საჯარო რეესტრში და იურიდიულად, საკუთრების უფლების კუთხით არანაირი სხვაობა საცხოვრებელ ბინასა და აპარტამენტს შორის არ არის. აპარტამენტის სტატუსი გამომდინარეობს იქედან, რომ იგი განთავსებულია მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსში, რომელიც მოიცავს 5 ვარკვლავიანი სასტუმროს დონის სრულ ინფრასტრუქტურას და მომსახურებას, როგორიცაა რეცეფცია, კონსიერჟ სერვისი, რუმს სერვისი, დაცვა, ტექნიკური მომსახურება, კაზინო,სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები, კაფეები, რესტორნები, სავაჭრო ზონები, საბავშვო მოედნები, სამედიცინო ცენტრი, და ა.შ.

მესაკუთრე არ არის შეზღუდული იცხოვროს საკუთარ აპარტამენტში. ის თავადვე განსაზღვრავს როდის გამოიყენებს აპარტამენტს ცხოვრებისათვის, როდის დასვენებისთვის, როდის მოახდენს მის გაქირავებას. მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში „ორბი ჯგუფი“ უზრუნველყოფს აპარტამენტის გაქირავებას, რითაც აპარტამენტის მფლობელს სტაბილური შემოსავლის წყარო უჩნდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის ინფრასტრუქტურის და მომსახურების არსებობა ძალიან დიდ მოთხოვნას აჩენს მის დაქირავებაზე და ეს გარემოება იძლევა ამ აპარტამენტების მაღალ ფასად და მაღალი დატვირთვით გაქირავების შესაძლებლობას.

ძალიან საინტერესოა - როგორ შეიძლება დაინტერესებულმა პირმა შეიძინოს აპარტამენტები „ორბი თვინ თაუერში“, რა პირობებით და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას ამ შენაძენიდან?

„ორბი თვინ თაუერს“ უნიკალური არქიტექტურა და ადგილმდებარეობა აქვს, იგი ზღვიდან 50 მეტრში, მოცეკვავე შადრევნებთან შენდება. ამასთან, ყველა აპარტამენტს შესანიშნავი ზღვის ხედი აქვს.

„ორბი თვინ თაუერში“ აქციაა, ასეთია „ორბი ჯგუფის“ ტრადიცია ყველა პროექტის დაწყების დროს. შესაბამისად, აქციის პერიოდში საუკეთესო ფასად არის შესაძლებელი აპარტამენტების შეძენა. აქციის ფარგლებში, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრამდე გრძელდება, „ორბი თვინ თაუერში“ აპარტამენტის ღირებულება 17 500 აშშ დოლარია. პირველადი შენატანი 1 700 აშშ დოლარია, ხოლო ყოველთვიური შენატანი 250 აშშ დოლარს შეადგენს. მყიდველს შეუძლია აპარტამენტები იტალიური ავეჯით, ევროპული სტანდარტის რემონტით და ტექნიკით შეიძინოს.

კომპლექსში არსებობს, როგორც სტანდარტული, ასევე ლუქსის და უფრო მაღალი სტანდარტის აპარტამენტები. არის ისეთი ტიპის აპარტამენტებიც, სადაც თითოეული აპარტამენტის ღირებულება ხუთასი ათას, ერთ მილიონ და მილიონნახევარ აშშ დოლარსაც აღწევს.

რაც შეეხება სარგებელს შენაძენიდან-მინდა აღვნიშნო, რომ უძრავი ქონების შეძენისას, ინვესტირებისას ორი ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

1. რა სტაბილურ შემოსავალს მოგცემს შეძენილი უძრავი ქონების გაქირავება.

2. როგორ გაიზრდება შეძენილ უძრავ ქონებაზე ფასი, შეძენის შემდეგ.

სტანდარტული აპარტამენტის გაქირავების შედეგად ყოველწლიური სტაბილური შემოსავალი საორიენტაციოდ 5-6 ათასი აშშ დოლარია. რაც შეეხება შეძენილი აპარტამენტის ფასის ზრდას მშენებლობის დაწყებიდან მშენებლობის დასრულებამდე - აპარტამენტის ღირებულება, მინიმუმ 2-ჯერ იზრდება. „ორბი თვინ თაუერის“ მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეს შეადგენს

ორბი თვინ თაუერი“, 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო პროექტად იქნა აღიარებული. ზღვიდან 50-მეტრში, ბათუმში, საუკეთესო ადგილზე შენდება, კომპლექსში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომი ფასი და ძალიან მოქნილი გადახდის სისტემაა. ძალიან მომხიბვლელი პირობებია და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი იქნება დაინტერესება. რამდენად აქტიურად ყიდულობენ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები აპარტამენტებს თქვენს პროექტებში და როგორია ქვეყნის გარეთ გაყიდვების დინამიკა?

„ორბი ჯგუფმა“ შეძლო შეექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც საინტერესო იქნებოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ, „ორბი ჯგუფს“ დღეისთვის მსოფლიოს 7 ქვეყანაში 30-მდე ოფისი აქვს, 2016 წლის ბოლომდე კი, უცხოეთში დამატებით გაიხსნება კომპანიის კიდევ 50 წარმომადგენლობა.

„ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსებში შეძენილი აპარტამენტი მხოლოდ უძრავი ქონება არაა, ის ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყაროა. "ორბი ჯგუფში" აპარტამენტის შეძენის ძალიან მოქნილი და მარტივი სისტემაა, შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები პირებისთვისაც, ვისაც პირველადი შენატანის სახით 1 700 აშშ დოლარის შესაძლებლობა აქვს, ხოლო ყოველთვიურად 250 დოლარამდე გადაიხდის, "ორბი ჯგუფში" აპარტამენტის შეძენა შეუძლია. ამის გათვალისწინებით, ჩვენი თანამოქალაქეები საკმაო აქტიურობით გამოირჩევიან და შესაბამისად, მყიდველებიც ბევრი გვყავს, როგორც ქალაქებიდან, ისე საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან.

გარდა ამისა, ბევრია შემთხვევა, როცა საქართველოდან წასული პირები ყიდულობენ აპარტამენტებს იმ მიზნით, რომ საქართველოში მცხოვრებ მშობლებს, ოჯახის სხვა წევრებს, სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩინონ. ამასთან, დასვენების პერიოდში აპარტამენტებში თავადაც ისვენებენ.

აპარტამენტები საინტერესოა იმ პირთათვის, ვინც დაქირავებული მუშახელია, მუშაობს პროფესიით (მაგალითად: იურისტები, ბუღალტრები, აუდიტორები, ექიმები და .ა.შ.) და ბიზნესის დამოუკიდებლად წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, მოქნილი გადახდის პირობებით აპარტამენტების შეძენით, სტაბილური შემოსავლის წყაროს იჩენენ და არც მათ პროფესიულ საქმიანობაში ეშლებათ ხელი. როგორც აღვნიშნე, გაქირავებას და აპარტამენტის ოპერირებას „ორბი ჯგუფი“ უზრუნველყოფს და მყიდველს საკუთარ ანგარიშზე ყოველთვიურად ერიცხება გაქირავებიდან მიღებული თანხა.

დაინტერესება ძალიან მაღალია ქვეყნის გარეთაც, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, ლატვია, ლიტვა, ყაზახეთი, ბელარუსი, ისრაელი, ამერიკა, დუბაი, ყატარი და ა.შ.

მას შემდეგ, რაც „ორბი თვინ თაუერი“ 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო პროექტად იქნა აღიარებული, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა დაინტერესება უცხოეთში. დღეის მდგომარეობით მსოფლიოს 35 ქვეყნიდან გვყავს მყიდველი.

თუ შეგიძლიათ გვიამბეთ, „ორბი ჯგუფის“ სამომავლო გეგმების შესახებ?

„ორბი ჯგუფი“ ახლო მომავალში თბილისში იწყებს მასშტაბურ პროექტს. გარდა ამისა, „ორბი ჯგუფი“ პირველი იქნება ქართულ კომპანიებს შორის, რომელიც მომავალი წლიდან ქვეყნის გარეთ დაიწყებს რამდენიმე პროექტის განხორციელებას. კომპანია ბევრი სხვა ახალი პროექტისა და მიმართულებების განვითარებას გეგმავს.

კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ „ორბი თვინ თაუერის“ მსოფლიო აღიარება. მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებთ. ამასთან, გთხოვთ გვითხრათ როგორ დაუკავშირდნენ კომპანიას აპარტამენტების შეძენის მსურველები?

ტელეფონი: 0 800 100 115; ზარი უფასოა; +995 555 33 00 00, +995 555 32 00 00, +995 555 35 00 00;

ვებ გვერდი: www.orbigroup.net

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.