გიორგი კვირიკაშვილი: "ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების გეგმა" [R]
17:50 / 30.07.2016
საქართველოს პრემიერმა, "ქარული ოცნება-დემოკრატიული საქარათველოს"
თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.
"ზაქარია აქტიური და წარმატებული დეპუტატია. ის მთის კაცია და ყველაზე
კარგად იცის რა გტკივათ და რა გიხარიათ".
პრემიერმა ისაუბრა 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და
მიღწევებზე, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის
რეფორმებზე.
"ამ მიღწევების წყალობით მეტიდამეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ყველა
ოჯახში უნდა შევიდეს კეთილდღეობა. ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან
შედგება და ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების გეგმა" -განაცხადა გიორგი
კვირიკაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა
გადაუხადა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. "ჩვენ
თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მოსახლეობა,ნამდვილად,
იმსახურებს მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას"- განაცხადა
ზაქარია ქუცნაშვილმა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები