რეკლამა
სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა
FaceBook

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA-Georgia) USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში იწყებს სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამას, რომლის მიზანიც ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაა.


ვიწვევთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეწარმეებს, სტარტაპერებს, სოციალურ საწარმოებს, მედია საშუალებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საქართველოს ერთიანობისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერაში ჩართულ სხვა შესაძლო აქტორებს.

საგრანტო პროგრამა დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და ბიზნეს აქტორებს სთავაზობს საგრანტო დაფინანსებასა და თანადაფინანსებას (ბიზნეს ინიციატივების შემთხვევაში) $120,000-ის და მაქსიმუმ 18 თვის ფარგლებში. აღნიშნული პირობების გადახედვის შემთხვევები დეტალურად გაწერილია საგრანტო პროგრამის აღწერაში.

საგრანტო პროგრამა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას:

სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით: თანასწორი მონაწილეობა საჯარო პოლიტიკასა და სამოქალაქო პროცესებში; საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ინკლუზიური პოლიტიკა; განათლების ხარისხის/ხელმისაწვდომობის ზრდა და ქართული ენის სწავლება; უფლებების დაცვა; დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა; მრავალფეროვნების, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია; ინტერკულტურული დიალოგი და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში.

ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით: მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების, სტარტაპების, სოციალური საწარმოებისა და სხვა კერძო აქტორების მხარდაჭერა; ფინანსურ რესურსებზე, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება; ბიზნეს ასოციაციების საქმიანობის გაძლიერება რეგიონებში; პროფესიულ განათლებაში უმცირესობების ჩართულობის ზრდა ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის, კავშირებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას.

საგრანტო პროგრამა ფუნქციონირებს ღია კარის პრინციპით. პროგრამის ფარგლებში ყველა საპროექტო მხარდაჭერა გაიცემა და განხორციელდება 2026 წლის 15 დეკემბრამდე.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 31 მაისს, 12:00 საათზე, შემდეგ ბმულზე: https://us06web.zoom.us/j/85499491396; Meeting ID: 854 9949 1396.

საინფორმაციო შეხვედრები განმეორდება წელიწადში ორჯერ.

შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ საქართველოს გაეროს ასოციაციის ელ.ფოსტის მისამართზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ “საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა”.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ საგრანტო პროგრამის დეტალურ აღწერას თანდართული ფოლდერის სახით, ან იხილოთ საქართველოს გაეროს ასოციაციის ვებგვერდზე - https://una.ge/archive?id=866 (PDF აღწერა ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენაზე).

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.