თანამედროვე სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს.
დღეს თითქმის ყველა პროდუქტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია, იქნება ეს: საყოფაცხოვრებო ნივთები, წამლები, წიგნები თუ სხვა. ამის შესაძლებლობა კი მოგვეცა მას შემდეგ, რაც მოხდა სხვადასხვა საქმიანობების გაციფრულება. მაღაზიებმა, აფთიაქებმა, რესტორნებმა გადაინაცვლეს ინტერნეტ სივრცეში და უმარტივესად, ღილაკზე თითის რამდენჯერმე დაჭერით შესაძლებელი გახდა ნებისმიერი პროდუქტის დისტანციურად შეძენა.
ციფრული მარკეტინგის სააგენტო
თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატების საიდუმლო, რომ ციფრული მარკეტინგია, ამაზე შევთანხმდით. თუმცა, კომპანიის ციფრულად გარეკლამება სპეციფიკურ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ ციფრული მარკეტინგის სააგენტო Adshub.ge შეიქმნა. რომელიც სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობს და მათ ციფრულად არეკლამებს.
კომპანია Adshub.ge დაკომპლექტებულია მაღალ-კვალიფიციური კადრებით, რომელთაც ჩაბარებული აქვთ Google-ისა და Facebook-ის გამოცდები ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით.
Adshub.ge-ს სერვისები
სააგენტოსთან თანამშრომლობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებებით:
მოდით უკეთ გავიცნოთ თითოეული მათგანი.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
SEO ოპტიმიზაცია – არის ვებ-გვერდის მორგება საძიებო სისტემასთან. ადრე ადამიანები ინფორმაციის მოსაძიებლად დიდ ენერგიას ხარჯავდნენ. დღეს კი ყველაფერი, რაც გვაინტერესებს ერთ სივრცეშია. ნებისმიერ ინფორმაციას, პროდუქტსა თუ სერვისს Google-ში, YouTube-სა და სხვა საძიებო სისტემებში ვეძებთ შესაბამისი სიტყვების საშუალებით.
საძიებო სისტემის მარკეტინგი
საძიებო სისტემების მარკეტინგი ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, თანხის
გადახდის სანაცვლოდ, დაიკავოს მოწინავე პოზიცია Google-ს საძიებო
ველში. ამით ის თავის ბიზნესს გააცნობს ფართო აუდიტორიას ბევრად უფრო
მოკლე დროში, ვიდრე ამას შეძლებდა თანხის გადახდის
გარეშე.
სოციალური მედია მარკეტინგი
სოციალური მედია მარკეტინგი მოიცავს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა: Facebook, Instagram, LinkedIn, Pinterest და სხვა. 21-ე საუკუნეში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ყოველგვარი საქმიანობის არსებობა სოციალური მედიის გარეშე.
ქოფირაითინგი
ქოფირაითინგი, ეს არის იდეა, კონცეფცია და განსაზღვრა იმისა, თუ როგორ, რა ფორმით უნდა წარსდგეს ესა თუ ის ბრენდი მომხმარებლის წინაშე.
ვებ გვერდის დამზადება
Adshub.ge-თან თანამშრომლობისას შესაძლებელია ნებისმიერი სირთულისა და ფუნქციონალის მქონე ვებ გვერდის დამზადება.
Adshub.ge-ს წარმატებული პროექტები
Adshub.ge-თან თანამშრომლობას წარმატება არაერთი კომპანიისთვის მოუტანია. დღეს კი გესაუბრებით მის ერთ-ერთ პროექტზე. ეს არის კომპანია ,,გეოდეზია“, რომელიც მომხმარებლებს 10 წელზე მეტია ეხმარება ისეთ სერვისების განხორციელებაში, როგორებიცაა:
ჩამოთვლილი სერვისები ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ შექმნათ საკუთარი მიწის აზომვითი ნახაზები, შეადგინოთ ტოპოგრაფიული რუკა, გამიჯნოთ ან გააერთიანოთ ორი ნაკვეთი და სხვა. კომპანია ,,გეოდეზია“ არის ადგილი, საიდანაც თქვენი ოცნების პროექტის განხორციელება იწყება.
Adshubshop.ge
Adshub.ge-ს მხარდაჭერით შეიქმნა ხელნაკეთი აქსესუარების ონლაინ მაღაზია Adshubshop.ge. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ ისეთი პროდუქცია, როგორიცაა: სამაჯურები, ყელსაბამები, სათვალეები, სარკეები, ნახატები, ჩოკერები და გულსაბნევები.
მასალის გამოყენების პირობები