ქუთაისში ახალი მულტიფუნქციური ესთეტიკის ცენტრი გაჩნდა, საინტერესო
სახელით, ამბიციური განაცხადით, მიმზიდველი დაპირებით და
ხელმისაწვდომი მომსახურებით.
“გოგოების სახლი” - ასე ჰქვია ესთეტიკის ცენტრს, რომელიც ქუთაისში,
დ. მჭედლიძის #33-ში გაიხსნა (“გოლიათების”
უკან). იქ მისული თითოეული ადამიანი, პროფესიონალთა მრავალხმრივი
მომსახურების გარდა, თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
ზუსტად ამიტომ, როცა საკუთარი თავისთვის დროს იპოვი და გალამაზებასთან
ერთად დასვენებას გადაწყვეტ, “გოგოების სახლს” უნდა ესტუმრო - აქ
სურვილები ნამდვილად ხდება.
“გოგოების სახლში” ყოველთვის დაგხვდება უფასო ყავა და მოსასვენებელი
სივრცე როგორც გარე, ისე შიდა ინტერიერში.
მომსახურება, რომელთაც “გოგოების სახლი”
გთავაზობთ:
- კოსმეტოლოგიური პროცედურები: სახის წმენდა ჰიდრაფეიშალის
2021 წლის უახლესი აპარატით, გამაჯანსაღებელი პილინგი, სახის
გამაჯანსაღებელი მასაჟები, მეზოთერაპია - კოლაგენიზაცია,
ბიორევიტალიზაცია, სახის კორექცია ფილერით, კონტურული მაკიაჟი.
- ეპილაცია, როგორც ქალებისთვის, ასევე, მამაკაცებისთვის
- წამწამების ღეროვანი დაგრძელება
- მანიკური
- თმის მოვლა: შეჭრა, შეღებვა, დავარცხნა, ბიოდასწორება, თმის
გამაჯანსაღებელი პროცედურა: ნანოპლასტიკა, ბოტოპლექსი.
“გოგოების სახლში” დაგხვდება არამხოლოდ პროფესიონალი, არამედ, ყველაზე
კეთილგანწყობილი ლაზეროთერაპევტები, კოსმეტოლოგები, სტილისტები,
ვიზაჟისტები და ესეც არამხოლოდ...
რაც ყველაზე მთავარია, მთელი გუნდი უერთგულებს ერთ პრინციპს -
არასოდეს დარჩე მოტყუებული.
გაინტერესებს როგორ?
• “გოგოების სახლში” დეტალურად გაეცნობიან შენს ჯანმრთელობის
მდგომარეობას და ასევე, დეტალურად გაგაცნობენ იმ პროცედურებს, რომელიც
ნამდვილად გჭირდება.
• პროცედურები ჩაგიტარდება მხოლოდ ხარისხიანი და უსაფრთხო
პრეპარატებით, ისევე როგორც 2021 წლის მაღალტექნოლოგიური
აპარატურით.
• და ბოლოს, ხარისხიანი, უსაფრთხო და შედეგიანი პროცედურები “გოგოების
სახლში” სულაც არ არის ძვირი, რადგან ეს ნამდვილად შესაძლებელია და
რადგან შენ ამას იმსახურებ.
მასალის გამოყენების პირობები