ქუთაისში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად
მიმდინარეობს.
ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის
პუნქტებია გახსნილი, საპენსიო ასაკის ადამიანების ხალხმრავლობაა.
ქუთაისის #4 მრავალპროფილურ პოლიკლინიკაში ამ ფაქტს სახელმწიფოს
მხრიდან პენსიონერთა აცრის შემდეგ მიცემული ფულადი კომპენსაციით
ხსნიან. ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის წახალისების
გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა ფულადი წახალისება პენსიონერი
მოქალაქეებისთვის.
200-ლარიან საპენსიო ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი,
რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს.დანამატი გაიცემა
პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
პოლიკლინიკებში საპენსიო ასაკის ადამიანები ჯავშნისა და ყოველგვარი
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იცრებიან.
(R)
მასალის გამოყენების პირობები