რეკლამა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეთავაზება აბიტურიენტებს (R)
FaceBook
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი უნივერსიტეტია საქართველოში.

უნივერსიტეტის წარმატება განპირობებულია: საინტერესო სწავლისა და სწავლების მეთოდებით; მაღალკვალიფიციური ლექტორებით; აქტიური სტუდენტური ცხოვრებით; უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე ინფრსტრუქტურითა და აღჭურვილობით.

თუ კი აბიტურიენტი ხარ და გსურს მოთხოვნად და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ უნივერსიტეტში ისწავლო, მაშინ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (115) შენი სივრცეა.
აქ შეგიძლია მიიღო უმაღლესი ხარისხის განათლება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე.

დასაქმდე მარტივად, უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ფორუმების/ვაკანსიების მეშვეობით.

ყველაზე მთავარი, რაც უნდა იცოდე, არის ის, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) ყველა აბიტურიენტს, რომელიც პირველ ნომრად 115-ს შემოხაზავს, პირველ სემესტრში ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიას და ლეპტოპს სთავაზობს.

მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში კი მიიღებ ან 100 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში ან ლეპტოპს.

თუ 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებ და, ამავე დროს, CIU პირველ ნომრად გექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური პირველი წლის განმავლობაში სრულად დაგიფინანსდება, ასევე მიიღებ ლეპტოპსა და 100 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში.

ზემოთ აღნიშნული შეღავათების გარდა CIU-ში მოქმედებს ოქროს ან ვერცხლის მედალოსნებისთვის განსაკუთრებული პირობები. თუკი სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრე, CIU ამას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს. ოქროს მედალოსანი სტუდენტები 20%-იან, ვერცხლის მედალოსანი სტუდენტები კი - 10%-იან დაფინანსებას მოიპოვებენ, მისი შენარჩუნება შემდეგი წლიდან კი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.

გარდა საბაკალავრო პროგრამებისა, შიდა დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზეც მოქმედებს. თუკი საბაკალავრო საფეხური 3.5 და მეტი GPA ქულით დაასრულე, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში CIU-ში 50%-იან შიდა გრანტით ისწავლი.

CIU-ში დაფინანსების თითოეული მოდელი სტუდენტთა საჭიროებების მიხედვითაა შემუშავებული. ერთ-ერთი პრიორიტეტი გადახდის მოქნილი სისტემაა, რაც გულისხმობს გადახდას სტუდენტზე მორგებული გრაფიკით.

თუ გსურს გამოსცადო მრავალფეროვანი და ბედნიერი სტუდენტობა; საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები; გაცვლითი პროგრამები დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება; დასაქმება სწავლის პარალელურად; გადახდის მოქნილი სისტემა; სტიპენდიები და გრანტები - აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (115) და გამოსცადე შენი 100%-იანი სტუდენტობა!


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.