დედაქალაქის შემდეგ „მეამა“ სრული კონცეფციით ქუთაისსა და ბათუმში
გამოჩნდება.
დღეს ქუთაისში “მეამას” ბრენდული სივრცე და ე.წ. Takeaway კონცეფციის
- “მეამა ქოლექთის” 2 ობიექტი გაიხსნა. ბრენდულ სივრცეში
მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ, დააგემოვნონ და
შეიძინონ “მეამას” მრავალფეროვანი პროდუქცია. “მეამა ქოლექთში” კი
ყავის მოყვარულები უნიკალური რეცეპტებით შექმნილი კოქტეილების
დაგემოვნებას შეძლებენ.
კომპანიის ოპერაციების დირექტორის, ირაკლი გაგუას განცხადებით,
კომპანიამ ქუთაისსა და ბათუმში შესვლა მზარდი მოთხოვნის შემდეგ
გადაწყვიტა.
“საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა ისინი
„მეამას“ს პროდუქციის შეძენას მხოლოდ ონლაინ მაღაზიიდან
ახერხებდნენ, შესაბამისად, აქტიურად გვთხოვდნენ, მათ ქალაქებშიც
გაგვეხსნა „მეამა“-ს ობიექტები, რათა მარტივად შეეძინათ სასურველი
პროდუქცია. „მეამა“ არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ითვალისწინებს
მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებს, შესაბამისად, მივიღეთ
გადაწყვეტილება, ჩვენი ობიექტები ამ ორ ქალაქშიც გაგვეხსნა”.
მიმდინარე კვირაში “მეამა ქოლექთის” ორი ობიექტი უკვე გაიხსნა
ბათუმშიც, ხოლო “მეამას” სივრცე და კიდევ ახალი Takeaway ობიექტები
საზღვაო ქალაქში ივნისის ბოლომდე დაემატება.
ორივე ქალაქში, ახალი ბრენდული სივრცეებისა და “მეამა ქოლექთების”
ობიექტებში, ჯამში 55 ადგილობრივი დასაქმდება.
საქართველოს მასშტაბით, “მეამას” უკვე 5 ბრენდული სივრცე და “მეამა
ქოლექთის” 11 ობიექტი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები