რეკლამა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კონკურსი მოსწავლეებისთვის - „ეს ჩვენი მეფე ერეკლე…“
FaceBook
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს საგანმანათლებლო კონკურსს - „ეს ჩვენი მეფე ერეკლე...“.

აღნიშნული საგანმანათლებლო კონკურსი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საავტორო პროექტია, რომელიც მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლისთავს ეძღვნება.

პროექტის მიზნები:

• მოსწავლეების მიერ ერეკლე II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გაცნობა;
• კვლევითი, მაღალი სააზროვნო, კომუნიკაციისა და კონკურენტულ გარემოში თანამშრომლობის უნარების განვითარება;
• სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის კონტაქტის დამყარება;
• უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობა და სამომავლო საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

რას მოიცავს კონკურსი:

საგანმანათლებლო კონკურსი შედგება 3 სექციისგან (კონკურსანტმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სექცია):
• ჟურნალისტიკა;
• ტურიზმი;
• ესსეისტიკა.

ჟურნალისტიკის სექცია - ჟურნალისტიკის სექციაში კონკურსანტის მიზანია, მეფე ერეკლეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემატიკაზე მოამზადოს სიუჟეტი (ვიდეოჩანაწერი), რომლის ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია არაუმეტეს 3 წუთისა; სიუჟეტზე ჯგუფური მუშაობა დასაშვებია (არაუმეტეს 3 მოსწავლე);
ტურიზმის სექცია - ტურიზმის სექციაში კონკურსანტის მიზანია, მოამზადოს ვირტუალური ექსკურსია მის მიერ შერჩეულ ადგილზე, რომლის ისტორიაც უკავშირდება მეფე ერეკლეს. კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს მარშრუტი და არგუმენტირებული მსჯელობით დაარწმუნოს კომისია თავისი არჩევანის უპირატესობაში, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა ამ კონკრეტული ადგილის შემდგომი განვითარების პერსპექტივის შესახებ.

ესსეისტიკის სექცია - თემატიკა (კონკურსანტი ირჩევს ერთ-ერთ თემას):

- ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“ და ერეკლე II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა (კონკურსანტი, თემატიკიდან გამომდინარე, არგუმენტირებულად აფასებს ნ. ბარათაშვილის შემოქმედებას ისტორიულ ჭრილში)
- ერეკლე II - დიდი მხედართმთავარი; (ერეკლე მეფის, როგორც მხედართმთავრის წარმატების ისტორიები)
- ერეკლე II და ევროპული განათლება; (ხელმწიფის ღვაწლი საქართველოში ევროპული განათლების დანერგვის კუთხით)

კონკურსანტმა საკონკურსო მასალა უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ იხილეთ ბმულზე. shorturl.at/chltP


(R)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.