რეკლამა
BTU–ს შეთავაზებები აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს (R)
FaceBook
ინოვაციური და გამორჩეული სასწავლო პროგრამები, ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, საერთაშორისო სერტიფიცირება, მუდმივი გადამზადება, დასაქმების უდიდესი შესაძლებლობა, ზრუნვა აბიტურიენტობიდანვე – ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ახალია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე, თუმცა ასევე ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეულია სწავლების მაღალი სტანდარტებითა და სტუდენტებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობებით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მუდმივად ახორციელებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს, რომელშიც მონაწილეობაც შეუძლიათ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. აღსანიშნავია, რომ BTU–ს სტუდენტების დიდი ნაწილი სწავლის პარალელურად უკვე დასაქმებულია ან საკუთარი სტარტაპი აქვს.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სამ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს და სამივე მათგანი ძალიან პოპულარულია აბიტურიენტებს შორის. პროგრამები ისეა შედგენილი, რომ სტუდენტს ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ერთმანეთთან კავშირში შეასწავლის. შედეგად უნივერსიტეტი მაღალი რანგის მენეჯერებსა და მმართველებს ზრდის.

უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებია: ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსები და საინფორმაციო ტექნოლოგიები.

ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის კოდიცაა 195 01 01, მისაღები ადგილების რაოდენობა არის 450. პროგრამაზე მოსახვედრად ქართული ენა და ლიტერატურის და უცხო ენი ჩაბარებასთან ერთად საჭიროა ისტორიის ან მათემატიკის ჩაბარება. ისტორიით პროგრამაზე 120 სტუდენტის ადგილია გათვლილი, ხოლო მათემატიკით – 330. პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. პროგრამის მიზანია, გამოგიმუშაოთ კომპეტენციები, რომელიც საშუალებას მოგცემთ მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების მართვაში; გადმოგცეთ უახლესი ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ და განახორციელოთ ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კოდი არის 195 01 02. პროგრამაზე, სადაც მისაღები სტუდენტების რაოდენობაა 100, საჭიროა აბიტურიენტმა ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს დამატებითი სპეციალობის პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლოს არა ერთ, არამედ ორ სპეციალობას ერთდროულად. შედეგად უნივერსიტეტი სტუდენტს აძლევს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცოდნის უნიკალურ სინთეზს, რომელიც წარმატებით დასაქმებას უწყობს ხელს. კურსდამთავრებულს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში.

საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის კოდიცაა 195 01 03, შემდეგი საგნების ჩაბარებაა საჭირო: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა. საერთო ჯამში 450 ადგილია. პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, არამედ მისი ბიზნესში გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს.

თითოეულ პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია. წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც სახელმწიფო გრანტით, ისე საუნივერსიტეტო დაფინანსებითა და გრანტებით.

საერთაშორისო დონის განათლების ადგილობრივად მიღების პარალელურად უნივერსიტეტი სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძებლობასა და საერთაშორისო სერტიფიცირებასაც სთავაზობს. თითოეული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს სწავლის ბოლო წელი საზღვარგარეთ გაატაროს და BTU-ს დიპლომის პარალელურად მიიღოს ჩიჩესტერის უნივერსიტეტის, სტეფორდშირის უნივერსიტეტის ან ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომი. რაც შეეხება საერთაშორისო სერტიფიცირებას, BTU-ში, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს მათ.

უნივერსიტეტში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროგრამების დახვეწასა და განვითარებაზე. თუმცა პარალელურად მუდმივად მიმდინარეობს გადამზადების პროგრამები, რომელიც სტუდენტების ცოდნას კიდევ უფრო ღრმასა და მრავალმხრივს ხდის. უნივერსიტეტის გამორჩეულ პროექტებს შორისაა „ცოდნის ბანკი“. ეს არის ციფრული სივრცე, რომელიც სტუდენტის ტექნოლოგიურ მეხსიერებას წარმოადგენს და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, შექმნას პერსონალური სამუშაო გარემო, გააკეთოს ჩანაწერები და მთელი ცხოვრების განმავლობაში, გაამდიდროს საჭირო ინფორმაციით.

სტუდენტების დასაქმებაში მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს პროექტი „დაასაქმე სმარტსტუდენტი“. პროექტის ფარგლებში, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით. ორგანიზაციები სმარტსტუდენტებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავენ.

უნივერსიტეტი აქტიურად ზრუნავს აბიტურიენეტებზეც და მთელი წლის განმავლობაში არაერთ პროექტს სათავაზოს. 2021 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელება თებერვალში იწყება და მათშ მონაწილეობა ქვეყნის ნებისმიერ აბიტურიენტს უფასოდ შეუძლია. კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.

აბიტურიენტებისთვის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:

• მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის;
• გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
• გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
• პროფესიული ორიენტაცია - ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
• გადამზადების სასერთიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
• ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის - ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
• ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.

აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056 ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.