რეკლამა
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
FaceBook
შპს „ინვესტ ჯგუფმა“ ანანოვების სასახლის პროექტი წარადგინა.

პროექტის მიხედვით, სასახლეს სრულიად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე, რეაბილიტირდება და შენობაში 6 ნომრიანი სასტუმრო, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ტურისტული ცენტრი, ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო/სადეგუსტაციო სივრცე, სპორტული მოედანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ანანოვების სასახლის საინვესტიციო პოტენციალი Cushman & Wakefield Georgia-მ შეისწავლა. კვლევის შედეგების მიხედვით, შემუშავდა განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი, განსხვავებული ტიპის ტურისტული ზონა.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონის განვითარებისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტერიტორია იყო აუთვისებელი და უფუნქციო, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ განვითარების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანანოვების სასახლეს შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, Cushman & Wakefield Georgia-ს პარტნიორი გიორგი ჯაფარიძე.

შპს „ინვესტ ჯგუფის“ დირექტორი, დავით კობახიძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სამინისტროს პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ქართული ტურისტული ბაზრის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს და დაინტერესებულ ინვესტორებს საშუალებას მისცემს აქამდე მიტოვებული შენობები გამოაცოცხლონ, ახალი სიცოცხლე შესძინონ, ხალხი დაასაქმონ, მოიზიდონ ახალი ტურისტები და ინვესტიციები ისევ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიმართონ. „ახალი ტურისტული ცენტრის, სასტუმროსა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ვალდებულებით განსაზღვრულ 4 მილიონ ლარზე ბევრად მეტი თანხის დახარჯვა იგეგმება. არსებული გეგმით, სასტუმროსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. რაც შეეხება სხვა დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსთან და ჩვენი ინტერესების საბოლოო თანხვედრის შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ ახალ პროექტებზე მუშაობა სწორედ რომელიმე საერთაშორისო ბრენდთან დავიწყოთ. დღეს წარმოდგენილი პროექტით ძალიან ვამაყობთ, არქიტექტორთა და დიზაინერთა ჯგუფმა მართლა კოლოსალური სამუშაო გასწია ასეთ მოკლე დროში. შედეგი, ვფიქრობ, ყველასთვის შთამბეჭდავია!“

ანანოვების სასახლის სასტუმროსა და მიმდებარე ლანდშაფტის მოწყობის პროექტზე MUA – Multiverse Architecture არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდმა იმუშავა. „ჩვენთვის მსგავსი ისტორიის მქონე შენობის რეკონსტრუქციაზე მუშაობა, თანაც ისე, რომ ისტორიული იერსახე და კულტურული იდენტობა შეგვენარჩუნებინა, ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო. ვფიქრობ, პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და გვიხარია, რომ ამაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ.“ აცხადებს პროექტის ავტორი, დევი ქიტუაშვილი.
ანანოვების სასახლეში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.