რეკლამა
ალდაგის ''მადლობის ეკიპაჟი'' ქუთაისში კარგ მძღოლებს ასაჩუქრებს
FaceBook

ქუთაისის ქუჩებში დილიდან სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" "მადლობის ეკიპაჟმა" პატრულირება დაიწყო.


კამპანიის - "თუ იცავ - მეტს იმსახურებ" ფარგლებში, ეკიპაჟის წევრები კარგ მძღოლებს ასაჩუქრებენ. გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში "ალდაგი" მაღალქულიან მძღოლებს ავტოდაზღვევაზე ფასდაკლებას სთავაზობს.

კამპანიის მიზანი მოძრაობის წესების დამცველი მძღოლების წახალისებაა. "ალდაგის"  წარმომადგენლები, კარგ მძღოლებს, რომლებიც წესების დაცვით გადაადგილდებიან საავტომობილო გზაზე ამოარჩევენ, მადლობას უხდიან და სპეციალური საჩუქრით ასაჩუქრებენ.



"მადლობის ეკიპაჟი" კარგ მძღოლებს 5000-ლარიან სადაზღვევო პაკეტს, ავტომანქანის აქსესუარებს, სურნელოვან საკიდებს, ჩანთებსა და სახალისო სტიკერებს გადასცემს.

ეკიპაჟმა ქუთაისში 15 კარგი მძღოლი უკვე გამოავლინა. მათ შორის პირველი თამარ ჩხობაძე გახლდათ.

"მადლობის ეკიპაჟის" წევრმა, ნიკო კანკიამ შეამჩნია, როგორ დაუთმო თამარმა გზა ქვეითს ზებრაზე გადასვლისას. ეკიპაჟის წევრები დარწმუნდნენ, რომ თამარი კარგი მძღოლია და ის 5 000 ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრეს. გარდა ამისა, მართვის მოწმობის ბარათზე მას 95 ქულა აღმოაჩნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ თამარი დამატებით 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს სადაზღვევო პაკეტებზე.



"საგზაო მოძრაობის წესებს ფაქტიურად არ ვარღვევ, მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, პატრული მეგონა და გამიკვირდა რატომ მაჩერებსთქო’’-, ამბობს ,,მადლობის ეკიპაჟის’’ მიერ გამოვლენილი "კარგი მძღოლი’’ თამარ ჩხობაძე.

''ჩვენ ახალი კამპანიის ფარგლებში ამჯერად ჩამოვედით ქუთაისში, სადაც ძალიან კარგი შედეგები დაფიქსირდა. მე ვიტყოდი, თუ ქუთაისში მანქანას კარგად ატარებ, შეგიძლია მთელ მსოფლიოში თამამად ატარო," - ამბობს ''მადლობის ეკიპაჟის'' წევრი ნიკო კანკია.

ალდაგის კამპანიის ფარგლებში "მადლობის ეკიპაჟი" ქუთაისში სამი დღის განმავლობაში იპატრულირებს და კარგ მძღოლებს კვლავ დაასაჩუქრებს.

ალდაგის კამპანიის ფარგლებში ''მადლობის ეკიპაჟი'' ქუთაისამდე, თბილისში და ბათუმში პატრულირებდა. ეკიპაჟის წევრების თქმით, საქართველო კარგი მძღოლებით გამორჩეულია.

ასევე, კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა გვერდი (tuitsav.ge) რომელზეც მძღოლებს შეუძლიათ გაიგონ თავისი ქულა და მიიღონ შესაბამისი ფასდაკლება ავტოდაზღვევაზე. 100 ქულიანი მძროლებისთვის ალდაგს 30%-იანი ფასდაკლება აქვს, ხოლო 80 ქულიანი მძღოლებისთვის 10%-იანი.

„თუ იცავ – მეტს იმსახურებ“ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლიც, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები კარგ მძღოლებს სერენადას უძღვნიან. კლიპი JWT Metro-მ გადაიღო. სიმღერა ნუგზარ ერგემლიძის „თუკი გესიზმრების“ ახალი ვერსიაა და მას ალდაგის კლიპში თავად ნუგზარ ერგემლიძე, რობი კუხიანიძე, ტატო რუსია და ჯგუფი მოკუ, სალიო და ჭოხონელიძეების სტუდიის ანსამბლი ასრულებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.