რეკლამა
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე სოფელ როდინაულის, ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.


 

მმართველი გუნდის წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, ვანო ზარდიაშვილმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს და ადგილობრივებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„თქვენი ხმა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, თქვენი წვლილი უნდა შეიტანოთ გიორგი გოგლიჩიძის გამარჯვებაში, რომელიც არის სამართლიანობის, პრინციპულობის,  ბრძოლის,  ვაჟკაცობის,   უკეთესი ზესტაფონის გარანტია. მას შეუძლია ყველაზე ახლოს იყოს ხალხთან  და თქვენთან ერთად ის ძალიან ბევრ რამის გაკეთებას შეძლებს“ - მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას რატი იონათამიშვილმა.

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ როდინაულის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.  მათ შორისაა, გაზიფიცირების მასშტაბური პროექტი, რომელიც დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ზესტაფონის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლიდან დაიწყება.

გაზიფიცირებასთან ერთად, სოფელ ცხენთაროში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სასოფლო გზის აღდგენა და სხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.