რეკლამა
ქუთაისში გიდის შემსწავლელ კურსებზე მსმენელთა მიღება იწყება (R)
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია ("Georgian Association of Young Guides"), "ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლთან" - პარტნიორობით, აცხადებს მიღებას გიდის შემსწავლელ 2018 წლის გაზაფხულის კურსებზე.

- ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს / 10.04-10.05.2018
- ლექციები ჩატარდება კვირაში 3 – ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი)
- ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი
- განაცხადების მიიღება - 30 მარტამდე 2018 წ.

- ტრენინგს გაუძღვებიან - ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFTGA) მიერ სერთიფიცირებული ტრენერი ლაშა ბერეკაშვილი #LashaBerekashvili
- მოწვეული ღვინის ტურის პროფესიონალი გიდი და ტრენერი მაკა თარაშვილი (WSET 2 -3 LEVELS ; Assistant Sommelier at Georgian Sommelier Association; WFTGA ) #MakaTarashvili
- ტრენინგებიჩატარდება "ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლის" ოფისში, რომელიც მდებარეობს მისამართზე ქ.ქუთაისი, გოგებაშვილის ქ.#25
- ტრენინგ-კურსის ღირებულებაა 250 ლარი
- სტუდენტებზე იმოქმედებს 20 % ფასდაკლება!
- სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ყველა მსურველმა და ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა.

• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ან დარეკეთ ნომერზე: 555534949

• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 30 მარტი.
ტრენინგ კურსის თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად, კურსის ღირებულების 50% უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 30 მარტისა
შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ააიპ "საქართველოს ახალგაზდრა გიდების ასოციაცია"
ს.ს. "ვი თი ბი ბანკი"
ბანკის კოდი: UGEBGE22
მიმღების ანგარიში: GE43VT9800000023603608
გადახდის დროს მიუთითეთ: გიდის ტრენინგ-კურსის თანხა

- ტრენინგის მიზანია პროგრამის მსმენელებს განუვითაროს გიდის უნარ-ჩვევები, მისცეს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გააცნოს ტურის ორგანიზებისთვის საჭირო რესურსები, შესაძლებლობები და მათი დასაქმების ხელშეწყობა!
ასევე, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების პროფესიული სტანდარტების ამაღლება!

- ტრენინგ-პროგრამის თეორიული კურსი:
ტურიზმის ექსკურსიის არსი; გიდის განმარტება და უნარები; ექსკურსიამძღოლის ფუნქციები, გიდის ქცევა, მეტყველების კულტურა და მიკროფონის გამოყენება; საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პრეზენტაციის და გადმოცემის ხერხები, იმერეთში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული მდებარეობა და არქიტექტურა; ტურისტული მარშუტების შედგენა; ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობა.

- ღვინის ტურის ტრენინგ-პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსი:

ტრენინგზე, ასევე, ვისაუბრებთ ღვინის დაჭაშნიკების ძირითად ეტაპებზე (თვალი, ანუ ღვინის გარეგნობა, სურნელი, გემო, დაბოლოება და სხვ.) გავეცნობით ღვინის დახასიათების სისტემურ მეთოდს, ასევე გავივლით ღვინის შეფასების კრიტერიუმებს. გავსინჯავთ რამდენიმე სახის ღვინოს, ვეწვევით საოჯახო ღვინის მარანს იმერეთში.

-ტრენინგ-პროგრამის პრაქტიკული კურსი:

გიდის პრაქტიკული ტრენინგკურსი ჩატარდება - წინასწარ შერჩეულ მუზეუმებში, ქუთაისის საფეხმავლო და სატრანსპორტო მარშრუტებზე.
-სერთიფიცირების გავლა :

სწავლების მესამე ეტაპზე გიდები გაივლიან ზეპირ და წერით ტესტირებას, რის შემდეგაც წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ორენოვან სერთიფიკატს.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 15-20 მსმენელი. ჯგუფის დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ დასავლეთ საქართველოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.

მიზნობრივი ჯგუფი: სტუდენტები, რომლებზეც ვრცელდება 20 % ფასდაკლება!

ტრენინგის დაწყებამდე ღია კარის დღე ჩატარდება 30 მარტს ქუთაისში "ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლის ოფისში" 14:00 საათზე, გოგებაშვილის ქუჩა № 25

საკონტაქტო მონაცემები:

ააიპ. საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია
მობილური: 555 53 49 49
ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ჩვენი ფეისბუქ გვერდია: საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.