რეკლამა
ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ნეიროვასკულარული ფორუმი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს (R)
FaceBook
პირველად ამიერკავკასიის მასშტაბით, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ნეიროვასკულარული ფორუმი თემაზე "თავის ტვინის ანევრიზმებისა და არტერიო-ვენოზური მალფორმაციების ენდოვასკულური მკურნალობა" მიმდინარეობს.

სასწავლო კურსი მიმდინარე წლის 2-3 მარტს გაიმართება. მას ლატვიიდან და რუსეთიდან მოწვეული ექსპერტები დაესწრებიან, რომლებიც ტვინის ანევრიზმის ენდოვასკულარული მკურნალობის შესაძლებლობებზე მოხსენებებს წაიკითხავენ.

2 დღიანი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი საჩვენებელი ოპერაციის ჩატარება.

2 მარტს დამსწრე ნეიროქირურგებს საშუალება ექნებათ ონლაინ ადევნონ თვალყური, უახლესი ტექნოლოგიებითა და მიდგომებით მიმდინარე ქირურგიულ ჩარევას- არტერიო ვენოზური მალფორმაციის ემბოლიზაციას PHIL™ Liquid Embolic - ის გამოყენებით, ხოლო 3 მარტს შესრულდება საჩვენებელი ოპერაცია „ანევრიზმის ემბოლიზაცია“.

სასწავლო კურსის ფარგლებში მიმდინარე ურთულეს ნეიროქირურგიული ოპერაციებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი, მირზა ხინიკაძე ჩაატარებს.

ფორუმში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ნეიროქირურგს შეეძლება. საქართველოში ნეიროვასკულარული ფორუმის ორგანიზატორები არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია ენდოვასკულარული ნეიროქირურგიის მიმართულებით - მაიკროვეშენი-ტერუმო (Microvention-terumo) და სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.